აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა. „ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა” ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.
მოსარგებლეები:
– „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
– ომის ვეტერანები;
– ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი);
– მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები;
– პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები;
– უსახლკაროთა თავშესაფარის კონტიგენტი;
– უსახლკაროები;
– მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები;
– ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები;
– საოჯახო ტიპის საცხოვრებელ სახლში მცხოვრები, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 0 დან-18 წლამდე ასაკის ბავშვები;
– 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები;
– ასაკობრივი და მიზნობრივი ჯგუფი: 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, ასაკით პენსიონერები.
დაფინანსება ხორციელდება პროგრამის შესრულების წესით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა.
პროგრამის ბიუჯეტი: 1,800,000 ლარი.
ვრცლად პროგრამის შესახებ: https://bitly.ws/3cuY2
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/02/13/%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90/
sheniekimi.ge
