კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარისხვა-ამბებისასწრაფოს ექიმებმა შუახნის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავეს

სასწრაფოს ექიმებმა შუახნის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავეს

„თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმატება.
გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ.
ბრიგადის ექიმების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
გვეამაყება: პარამედიკოსი – ირაკლი ხეჩიკაშვილი, უმცროსი ექიმი – სალომე ჩიკვაიძე, მძღოლი – სიმონ მამაიაშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  სეს: 2023 წელს სურსათისა და სასმელი წყლის 5000-ზე მეტ ნიმუშში დარღვევების მაჩვენებელი 12 %-ს შეადგენს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights