პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტრო2024 წლის პროგრამების ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება

2024 წლის პროგრამების ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2024 წლის პროგრამები ამოქმედდა.

სამინისტროს ცნობით, 2024 წლის პროგრამების ფარგლებში 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება. კერძოდ, ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია; კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები; ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია; მხედველობის ორგანოს სკრინინგი; რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა; აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი; ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება; ბავშვთა აბილიტაცია; მაღალტექნოლოგიური კვლევები; დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა; ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება.

აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა შეუძლია აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ჩვენთვის უზენაესია პაციენტის ინტერესი - სახელმწიფო არ დაუშვებს სერვისების უწყვეტობის რისკის შექმნას, ეს გამორიცხულია“-თამარ გაბუნია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights