სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVსაქართველოში ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების მართვა

საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების მართვა

ა.წ. 5 თებერვალს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შედგა აშშ CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორის, პროფესორ Rania Tohme-ს და მისი თანამშრომლების ვიზიტი. აღნიშნული დეპარტამენტი ამერიკის მხრიდან ხელმძღვანელობს საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

“შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების მართვის საკითხები. ვიმსჯელეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითად ასპექტებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე. საქართველოს პროგრამა უნიკალურია იმით, რომ იგი დაფუძნებულია ინფიცირებულთა აქტიურ მოძიებასა და მკურნალობაზე, აგრეთვე ყოვლისმომცველი, მრავალკომპონენტიანი მასშტაბური სამკურნალო და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე, მათ შორის ინფექციის კონტროლზე, ზიანის შემცირების სერვისებზე და ა.შ. მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში C ჰეპატიტის პროგრამები ძირითადად მხოლოდ მკურნალობის სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.
საქართველოს პროგრამას აქვს ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელშიც ფიქსირდება ყველანაირი მონაცემები პროგრამაში ჩართულ თითეულ პაციენტზე. ყველა მონაცემი კონტროლდება აშშ CDC-ის მიერ, რაც მათ აბსოლუტურ სარწმუნოობას განაპირობებს. ზოგიერთი სხვა ქვეყანა კი, რომლებსაც ასევე აქვს პრეტენზია C ჰეპატიტის ელიმინაციაზე, საერთაშორისო ექსპერტების კონტროლს გაურბიან და ამიტომ მათი მონაცემები ბოლომდე სანდოდ არ ითვლება.
საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 85,000-ზე მეტი ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელება საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი სეროპრევალენტობის კვლევების თანახმად შემცირდა 5.4%-დან 1.8%-მდე (67%-ით შემცირება), რაც ძალიან კარგი შედეგია. საქართველოს მედიცინის ისტორიაში არ მოძებნება სხვა რომელიმე ერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი (არ იგულისხმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა), რომელსაც გადაერჩინოს იმდენი პაციენტის სიცოცხლე, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.
თუმცა, პროგრამის სამიზნეების მიღწევამდე ჯერ კიდევ გადასალახავია რიგი პრობლემები და გამოწვევები. შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა მიდგომები C ჰეპატიტის მკურნალობისა და მოვლის სერვისებში პაციენტების ჩართვის დასაჩქარებლად.
ვიმსჯელეთ აგრეთვე B ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის დაწყება ნავარაუდევია მიმდინარე 2024 წელს.
საქართველოს აქვს რეალური და სრულიად უნიკალური შანსი 2025 წლის ბოლოსთვის გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას და აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დაძლევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გა­მოკ­ვლე­ვა სის­ხლძარ­ღვის სანათურის დახ­შო­ბის დად­გე­ნის შესაძბელობას იძ­ლე­ვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights