სამშაბათი, აპრილი 1, 2025
მთავარისხვა-ამბებიროგორ მოვუღოთ ბოლო უძილობას!

როგორ მოვუღოთ ბოლო უძილობას!

ონკოლოგი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე 16 ოქროს წესის დახმარებით გვირჩევს, როგორ დავძლიოთ მრავაწლიანი უძილობა.

„მესამე კურსზე მე მასწავლიდნენ, რომ არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გამოწვევა – ესაა სიფილისი, წითელი მგლურა და  დღეს ამას დაემატა კოვიდი. კოვიდს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გამოიწვიოს და  მათ შორისაა უძილობაც. გარდა კოვიდისა, უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური სტრესითაც. ასევე უძილობას იწვევს ქრონიკული ტკივილი, გულის უკმარისობა, ჰიპერთირიოზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ესაა მდგომარეობა, რომელიც ალბათ ბევრს გამოგიცდიათ, როდესაც წვები და ფეხები მოუსვენრად მოძრაობს. ასევე შესაძლოა იყოს მენოპაუზის პრობლემა, ესტროგენის რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ასევ უძილობის მიზეზებში უნდა გამოვყოთ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქოშფოთვითი აშლილობა და დეპრესია ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

როდესაც ადამიანს არ სძინავს, მისი კონცეტრაცია არის ძალიან დაქვეითებული. მისი მეხსიერება ძალიან დაქვეითებულია და არის უკიდურესად გაღიზიანებული. თუ ამ სინდრომის მქონე ადამიანი ატარებს ავტომობილსაც, შესაძლოა მიკრო ძილის ეპიზოდი განვითარდეს და ამას მოჰყვეს უბედური შემთხვევა.

მე ახლა მოგცემთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც ბევრად დაგეხმარებათ ძილის პრობლემის მოგვარებაში, ვიდრე ის ტაბლეტები, რომლის შეძენასაც შესაძლოა აპირებთ.

1 ფიზიკური აქტივობა დღისით – დაღლა აუცილებელია იმისთვის, რომ ძილი უფრო სასიამოვნო გახდეს;
2. ძილი ფიქსირებულ დროს – ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ორგანიზმი რეფლექსურად მოვამზადოთ ერთსა და იმავე დროს დასაძინებლად;
3. შუადღის ძილისგან თავის არიდება – თუ ადამიანს არ ეძინება ღამის საათებში, ის იძინებს დღისით. ამ დროს მნიშვნელოავნია, როგორმე გადავეჩვიოთ ამას.
4. კოფეინზე უარის თქმა – თუ მიდრეკილი ხართ უძილობისკენ, კოფეინზე აუცილებლად უნდა თქვათ უარი;
5. ალკოჰოლი – ბევრს ჰგონია, რომ ალკოჰოლის მიღების შემეგ, სწრაფდ ჩაეძინება. ეს ვრცელდება ღამის პირველ ნახევარზე, მაშინ, როდესაც ალკოლჰოლი ორგანიზმიდან გადის, ადამიანი ხშირად იღვიძებს;
6. ოთახში, სადად თქვენ გძინავთ, არ უნდა იყოს ხმაური, საათიც კი არ უნდა წიკწიკებდეს;
7. მნიშვნელოვანია, რომ ოთახში სადაც გძინავთ, იყოს ცივი გარემო;
8. აუცილებელია, რომ ოთახში, სადაც იძინებთ, ბნელოდეს.
9. საწოლი უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ ძილისთვის, არ უნდა მივირთვათ იქ საკვები, არ უნდა ვუყუროთ ტელევიზორს, არ უნდა ვიკითხოთ წიგნი;
10. უნდა დავწვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაპირებთ ძილს. მოდი, დაღლილი ვარ და დავწვები, არ მუშაობს. თუ დაღლილი ხარ, დაჯექი, დაწექი მხოლოდ დასაძინებლად;
11. ადექით, თუ დაწოლიდან 20 წუთში არ ჩაგეძინებათ;
12. აუცილებლად უნდა გავიღვიძოთ ფიქსირებულ დროს, მათ შორის შაბათ-კვირასაც;
13. არ მიირთვათ ძილის წინ;
14. ტელეფონი ძილის წინ უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი განათებით, დაწეული ხმით და გადაყვანილი ღამის რეჟიმზე. ცნობილია, რომ ლურჯი გამოსხივება აღვიძებს, ამიტომ სჯობს ის გადართოთ სხვა ფერზე.
15. ტრადიციები ძილის წინ, კბილების გახევვა, ლოცვა, პიჟამას ჩაცმა, ჩაძინების პროცესს ძალიან ეხმარება:
16. ცხოველები არ უნდა იყვნენ თქვენ საწოლში.“

  რა გავლენა აქვს სეზონურ ვირუსებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე?

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights