საყურადღებო ინფორმაცია
„ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვის და რიგის მართვის კომისის“ უახლოესი სხდომა ჩატარდება 2024წლის 14 თებერვალს. კომისიაზე საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 13 თებერვალი.
“აბასთუმნის ფილტვის ცენტრში”ბენეფიციართა ახალი ნაკადის მიღება შესაძლებელია
16 თებერვლიდან.
განმეორებით წარმოგიდგენთ სრულ ინფორმაციას “აბასთუმნის ფილტვის ცენტრში” ბენეფიციართა განთავსების საკითხთან დაკავშირებით.
ყურადღებაყურადღება
მეტად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში
“აბასთუმნის ფილტვის ცენტრში” ბენეფიციარები სარგებლობენ ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო სახელმწიფო პროგრამით.
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის ჩვენებებია:
1. ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის გარეშე;
2. ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის I-II ხარისხით;
3. რეაბილიტაცია სასუნთქი სისტემის მწვავე არასპეციფიური დაავადებების გადატანის შემდგომ (მწვავე პროცესის ჩაცხრომიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 1 თვე);
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის წინააღმდეგ ჩვენებები:
• ფილტვების ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის III-IY ხარისხით;
• ფილტვების აქტიური ტუბერკულოზი;
• ქრონიკული დაავადებები გამწვავების ფაზაში და ჩირქოვანი პროცესით გართულების არსებობისას;
• მწვავე და გადამდები ფორმის ვენერიული დაავადებები;
• სისხლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები გამწვავების არსებობისას;
• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომი პერიოდი;
• ავთვისებიანი სიმსივნეები;
• ყველა დაავადება, რომელიც მოითხოვს სტაციონარულ (მათ შორის ქირურგიულ) მკურნალობას;
• რეციდიული სისხლდენები ფილტვებიდან ან სისხლიანი ხველის ეპიზოდები;
• არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი;
• მძიმე და არასტაბილური კარდიალური პათოლოგია;
• მწვავე ინფექციური დაავადებები;
• ქირურგიული ოპერაციების უახლოესი შემდგომი პერიოდი;
• ფსიქიური დაავადებები;
• კოგნიტიური არასტაბილური თანმხლები პათოლოგია;
• კახექსია;
• ორსულობა 26 კვირის და მეტი ხანგრძლიობის.
ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა მოიცავს პაციენტთა შემდეგ სოციალურ ჯგუფებს
ა) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები
ბ) იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს
გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები
დ) სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები
ე) „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები, რომლებსაც სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის გამო აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადებები.
სამუშაოთა ჩამონათვალი,რომლებზეც ვრცელდება ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა, საკმაოდ ვრცელია და მოიცავს სამეურნეო საქმიანობის მრავალ სფეროს. ეს ჩამონათვალი განისაზღვრება „მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით.
იხ. სამუშაოთა ჩამონათვალი,პუბლიკაციის ლინკი, საიდანაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ფაილი PDF ფორმატში
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://matsne.gov.ge/ka/document/download/4277583/0/ge/pdf
სს.“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში“ (მის.ქ.თბილისი,მარუაშვილის ქ.#50, ყოფილი „ხუდადოვის ქუჩა“) ფუნქციონირებს „ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლის ჩართვის და რიგის მართვის კომისია“,თავმჯდომარე ბატ. კახა ასათიანი.
კომისია იხილავს გამოგზავნილ დოკუმენტაციას, აფასებს მის შესაბამისობას სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გაგზავნის ჩვენებებთან და სოციალურ სტატუსთან. პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციას სარეაბილიტაციო კურსის გავლის მიზანშეწონილობის შესახებ.
კომისიაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. პირადობაის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. განცხადება კომისიის სახელზე(იხ. ნიმუში პოსტში ქვემოთ მიბმულ სურათზე).
3. სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;(იხ.ჩამონათვალი ზევით).
4. სისხლის საერთო ანალიზი;
5. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დასკვნა.
6. სპირომეტრიის დასკვნა და რუქა.
7. ელექტროკარდიოგრამის დასკვნა.
გამოკვლევები უნდა იყოს არახანდაზმული,პაციენტის ბოლოდროინდელი მდგომარეობის ამსახავი.ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდესს ახალ ფორმა #100-ში,სადაც ჩამოყალიბებული იქნება ფილტვების იმ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი,რაც აღენიშნება ამჟამად პაციენტს და რის გამოც ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსის ჩატარება.
თუ ფიზიკურად ვერ ხერხდება საბუთების წარდგენა კომისიისათვის (სს.“ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში“ (მის.ქ.თბილისი,მარუაშვილის ქ.#50, ყოფილი „ხუდადოვის ქუჩა“) შესაძლებელია
ეს დოკუმენტები საკონტაქტო ინფორმაციას ერთად გადმოაგზავნოთ, დასკანერებული სახით ერთიანად და არა ცალ-ცალკე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
abastumanilc@gmail.com
მობილურით გადაღებული საბუთები, ასევე არასრული დოკუმენტაცია არ მიიღება.
დამატებითი შეკითხვების არსებობისას შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს FACEBOOK გვერდზე ან დაგვირეკოთ:
599065437 – კახა ასათიანი, კომისიის თავმჯდომარე
591122177 – რეზო ჟღენტი, „აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი
იმ პირებს,რომლებიც არ განეკუთვნებიან ზემოთჩამოთვლილ სოციალურ ჯგუფებს, ასევე საქართველოს მოქალაქეობის არმქონეთ, რომლებიც ასევე ვერ ერთვებიან უფასო სახელმწიფო პროგრამაში, შეუძლიათ „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ სერვისი მიიღონ თვითდაფინანსებით, შიდა სტანდარტის შესაბამისად
პაციენტის მიღება ხდება მინიმუმ 10 დღით.ამისათვის წინასწარ უნდა მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუკგვერდზე, ან ელფოსტაზე abastumanilc@gmail.com ,შედგეს სატელეფონო კომუნიკაცია ნომერზე 591122177, დაზუსტდეს მონაცემები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შემდგომ იმავე მისამართზე abastumanilc@gmail.com უნდა გადმოაგზავნოთ გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის ბოლოდროინდელი, უახლოესი პერიოდის დასკვნა.
მინიმალური პაკეტია 10 დღიანი კურსი. მისი ღირებულება 1 პირისათვის შეადგენს 1100ლარს, ორი და მეტი ადამიანისათვის მოქმედებს ოჯახური(ჯგუფური) პაკეტის დისკაუნტი, მინუს 10% ანუ 990 ლარი თითოეულ პირზე.
სახელმწიფო პროგრამის ანალოგიური – 20 დღიანი პაკეტის ღირებულებაა 1900 ლარი ერთი პირისათვის. ოჯახური(ჯგუფური) პაკეტის ღირებულება შეადგენს მინუს 20%, ანუ 1520 ლარს თითოეულ პიროვნებაზე.
შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის დღის დამატება არჩეული პაკეტის ფარგლებში.
საჭიროა ცენტრში ჩამოსვლის დღის წინასწარ შეთანხმება მინიმუმ ორი კვირით ადრე.
პაკეტების ღირებულება მოწოდებულია 2024 წლის იანვრის თვის მდგომარეობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
“იყავი ჯანმრთელი, შეისუნთქე ბედნიერება!”
P.S. და ბოლოს წარმოგიდგენთ კომისიაზე წარსადგენი განცხადების ნიმუშს(არის ასევე პოსტში ფოტოფაილი),რომელიც აქვე შეგიძლიათ დააკოპიროთ
ფილტვის ქრონიკული დაავადებებით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიას
მოქალაქე —————————————————————-
დაბ —————————————————————-
პირადი ნომერი # —————————————————————-
მცხოვრები ———————————————————————–
განცხადება