ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტროიგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში

იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე.

„დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ დასახულ მიზნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, საქმიანობის დივერსიფიკაცია და გეოგრაფიული არეალის მაქსიმალურად გაფართოებაა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისს”, – განაცხადა აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  დელეგატებს, სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა - კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესია ტარდება, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights