შაბათი, აპრილი 18, 2026
მთავარიშენი ფიტნესი„დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა“

„დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა“

პრიორიტეტული რჩება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვა, დიალიზის, ტრანსპლანტაციის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დაიწყო და სერვისი 12 რეგიონში დაემატა.

„პროგრამის გაფართოება, 2022 წლის აპრილში დავაანონსეთ. მალევე, მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. 2023 წლის დეკემბრიდან, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში. უახლოეს მომავალში, მომსახურების მიღება იწყება და წლის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება ჭიათურაში, საგარეჯოში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში, კასპსა და დედოფლისწყაროში. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება გეოგრაფიული მოცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მოტივაციის არსის გაგება "გააკეთე შენი მაქსიმუმის  110%!"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights