პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტრო„ჯანდაცვის სამინისტრო კომპენსაციებთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ვინაობასა და გადაწყვეტილებას კონფიდენციალურს ტოვებს“-ილია...

„ჯანდაცვის სამინისტრო კომპენსაციებთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ვინაობასა და გადაწყვეტილებას კონფიდენციალურს ტოვებს“-ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის სამინისტრო, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან, შესაბამისი დოკუმენტი, იურიდიულად გაფორმდა.

პატივს ვცემთ, კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება, კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია“ - ზურაბ აზარაშვილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights