სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიკლინიკების ხელმძღვანელები მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ

კლინიკების ხელმძღვანელები მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ

კლინიკების ხელმძღვანელებმა ოფიციალურად თქვეს, რომ რესპუბლიკურის ექიმების დასაქმების მზაობას გამოხატავენ და სამედიცინო პერსონალის მხრიდან სურვილის შემთხვევაში შესახვედრად მზად არიან.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო კობახიძის განცხადებით, კლინიკა მუდმივად აცხადებს სხვადასხვა პროფილის ექიმების თაობაზე ვაკანსიას და სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმონ. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში განაცხადა.

„პარასკევიდან ჯანდაცვის უწყებასთან ვართ ხაზზე. საკმაოდ ფართო ქსელი გვაქვს. ვისაც ექნება სურვილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ლოკაციის განხილვის, სიამოვნებით ვაცხადებთ მზაობას მათთან კომუნიკაციის“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების დასაქმებაზე მზაობა გამოთქვა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორმა გია გრძელიძემაც.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს ასევე საქართველოს კლინიკების და „ევექს კლინიკების“ გენერალური დირექტორი ზურა ქიტოშვილი. როგორც ქიტოშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, ამ ადამიანებს ჯანსაღი პირობებით დაასაქმებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დღეს კლინიკასთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა და კოლექტივის დაშლის შესახებ.

26 იანვარს ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა, ლოზუნგით – „ერთად გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო“. ისინი მოუწოდებდნენ მინისტრს, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს. ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შეხვედრისკენ მოუწოდა. აქციაზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კი შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც მათ აღნიშნეს, მინისტრს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ბრძანებას გააუქმებს კლინიკის რეორგანიზაციის შესახებ, კომპენსაციებზე საუბარს კი არ აპირებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როცა თითებზე ფერი გვეცვლება და გვცივა...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights