ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარისამინისტროკიდევ ერთი კონსულტაცია შედგა...

კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა…

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი კონსულტაცია შედგა.

მართვაში ჩართული სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებთან რესპუბლიკურის მომავალსა და კომპენსაციის საკითხზე მსჯელობდნენ.

პერსონალის ნაწილი კომპენსაციით უკმაყოფილოა.

„ჰოსპიტალში არის დაახლოებით 31-ამდე აკადემიური პერსონალი და ჩვენ გვაწუხებს ის მდგომარეობა, სად წავიყვანოთ ჩვენი სტუდენტები. ვფიქრობ, რომ შეხვედრაზე შედეგიანი საუბარი იყო, თემა მნიშვნელოვანია და ჰოლდინგის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ“, – აღნიშნა ინფექციონისტმა, დევი ტაბიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. 

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
   რას ითხოვენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights