სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარისამინისტროალტერნატიულ სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკაში სთავაზობენ…

ალტერნატიულ სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკაში სთავაზობენ…

რესპუბლიკური საავადმყოფოში დასაქმებულებს, კლინიკის დანგრევის შემდეგ, სანამ ახალი კლინიკა აშენდება, ალტერნატიულ სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკაში სთავაზობენ.

დასაქმებულებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუხის კლინიკის გაძლიერება რესპუბლიკური საავადმყოფოს ხარჯზე მიმდინარეობს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ოთარიშვილმა განაცხადა.

„შემოთავაზებული კომპენსაციები ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, ვინაიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულების დიდი ნაწილი არ არის საპენსიო ასაკის. ვართ შრომისუნარიანი ადამიანები. საპენსიო ასაკის პირებიც ეწევიან აქტიურ სამედიცინო და პედაგოგიურ საქმიანობას.

გაუგებარია, როგორ შეძლება ასეთი გამოცდილების პროფესიონალები სახლში გაუშვა. ეს კომპენსაციების შეთავაზება, თავის მხრივ ბუნდოვანია. ჩვენთვის დოკუმენტურად არავის წარუდგენია. სიტყვიერად გვითხრეს შეხვედრაზე და გავიგეთ, ბატონი აზარაშვილის ბრიფინგიდან.

არ ვიცით, ვის რა სახის კომპენსაცია შეეხება, როგორ მოხდება 650 თანამშრომელზე ამის განაწილება, ან რა კრიტერიუმით დაიყოფიან, ამ ყველაფერს, დასაქმებულებს არავინ გვეუბნება. უფრო აქტუალური და მთავარია, თუ კლინიკას ვერ ვინარჩუნებთ, სად უნდა დავსაქმდეთ? ამას ეხებოდა კითხვების ძირითადი ნაწილი. ეს კითხვა ვალიდური გახდა ჯერ კიდევ ჩვენი, მარტის აქციების დროს. გვიპასუხეს, რომ დაგვასაქმებენ სახელმწიფო კლინიკებში. კითხვაზე, რომელია სახელმწიფო მრავალპროფილური კლინიკები, ჩამოთვალეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისში, გორის ჰოსპიტალი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისის ჩხობაძის ჰოსპიტალი. აქედან, 4 დაკომპლექტებულია და მეტიც, 1 საუნივერსიტეტო კლინიკას შემცირებების შემდეგ ყოფილი დასაქმებულები სასამართლოში ედავებოდნენ. ასევე, მწვავე ტერიტორიული პრობლემა აქვს ჩხობაძის ჰოსპიტალს, რომელიც დანგრევის და ახლის აშენების მოლოდინშია. ბათუმის და გორის კლინიკები კი, სრული დატვირთვით მუშაობენ და პერსონალის დანაკლისი ნამდვილად არ აქვთ. ამ არგუმენტების შემდეგ გვითხრეს, რომ რუხის კლინიკა არ მუშაობს, ახლა კომპლექტდება და შეგვიძლია, იქ განვაგრძოთ საქმიანობა. ამ საუბრის შემდეგ, ამ საკითხს არ მოჰყოლია გაგრძელება”, – განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, რეპუბლიკურის ექიმებს უკვე აქვთ გამოცდილება, როცა კოვიდის დროს დახურეს პედიატრიული განყოფილება, რომელიც შემდეგ უნდა გაეხსნათ, მაგრამ სახლში გაშვებული პერსონალი სახლში დღემდე დაუსაქმებელია.

“ასევე, დახურეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც პანდემიის დროს გაფართოვდა და პანდემიის შემდეგ საჭიროება აღარ იყო, ამ მედიკოსებსაც სამსახური რუხის კლინიკაში შესთავაზეს და დასაქმებულების ნაწილი გადაიყვანეს რუხის კლინიკაში. ეს გვაფიქრებინებს, რომ რუხის საავადმყოფოს გაძლიერება მიდის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხარჯზე”, – განაცხადა ოთარიშვილმა.

მისივე თქმით, პედიატრიულ განყოფილებაში განთავსებული მთელი აპარატურა, რომელიც პედიატრიულ და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო განთავსებული, ასევე მაგნიტურ ბირთვული რეზონანსის აპარატი რესპუბლიკური საავადმყოფოდან რუხის კლინიკას გადაეცა.

შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights