სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჩინელი მეცნიერები აწარმოებდნენ ექსპერიმენტებს მუტანტ კოროვირუსის შტამზე, რომელიც თაგვებში 100%-ით სასიკვდილოა

ჩინელი მეცნიერები აწარმოებდნენ ექსპერიმენტებს მუტანტ კოროვირუსის შტამზე, რომელიც თაგვებში 100%-ით სასიკვდილოა

ჩინელი მეცნიერები აწარმოებდნენ ექსპერიმენტებს მუტანტ კოროვირუსის შტამზე, რომელიც თაგვებში 100%-ით სასიკვდილოა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა კვლევამ, შეიძლება, გამოიწვიოს სხვა პანდემია.

პანგოლინებში ნაპოვნი Covid-ის მსგავსი ვირუსი, რომელიც ცნობილია როგორც GX_P2V, პეკინში მეცნიერებმა გამოიყენეს თაგვების დასაინფიცირებლად.

თაგვები „ჰუმანიზებული“ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შემუშავებული იყო ადამიანებში ნაპოვნი პროტეინის გამოხატვისთვის, და მიზნად ისახავდა, თუ რა რეაგირება შეიძლება მოახდინოს ვირუსმა ადამიანებში.

ყველა მღრღნელი, რომელიც ინფიცირებული იყო პათოგენით, რვა დღის განმავლობაში დაიხოცნენ. ეს მკვლევარებმა აღწერეს, როგორც – “საოცრად” სწრაფად.

გუნდი ასევე გაოცებული იყო თაგვების ტვინში და თვალებში ვირუსის მაღალი დონის აღმოჩენით. ვარაუდობენ, რომ ვირუსი, მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულია Covid-თან, მრავლდება და ვრცელდება სხეულში უნიკალური გზით.

კვლევა „ხაზს უსვამს ადამიანებში GX_P2V-ის გადაცემის რისკს“. შესაძლოა, გამოიწვიოს Covid-19 პანდემია.

პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვირუსი აღმოაჩინეს 2017 წელს, კოვიდ-ის გავრცელებამდე.

მკვლევარებმა მოახდინეს ვირუსის კლონირება და შეინახეს პეკინის ლაბორატორიაში, სადაც ის განაგრძობდა განვითარებას.

უცნობია, როდის ჩატარდება ახალი კვლევა. მაგრამ მკვლევარებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია ვირუსმა განიცადა “ვირუსულობის გამაძლიერებელი მუტაცია”და უფრო სასიკვდილო გახადა.

ახალი კვლევისთვის, რვა თაგვი დაინფიცირდა ვირუსით, რვა ინაქტივირებული ვირუსით, რვა გამოიყენეს საკონტროლო ჯგუფად.

ვირუსით ინფიცირებული ყველა თაგვი მოკვდა დაინფიცირებიდან რვა დღის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავდა თვალების მთლიანად გათეთრებას, წონის სწრაფ კლებასა და დაღლილობას.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვირუსის „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ მღრღნელების ტვინში, ფილტვებში, ცხვირში, თვალებსა და სასუნთქ გზებში.

ვარაუდობენ, რომ ვირუსით ინფიცირება ხდება რესპირატორული სისტემის მეშვეობით და შემდეგ გადადის ტვინში – განსხვავებით Covid-ისგან, რომელიც იწვევს ფილტვების ინფექციებს და მძიმე შემთხვევებში პნევმონიას. თუმცა, იყო მაგალითები, რომ Covid-ი აღმოაჩინეს მძიმედ დაავადებული პაციენტების ტვინის ქსოვილში.

„ტვინის მძიმე ინფექცია შეიძლება იყოს სიკვდილის მთავარი მიზეზი ამ თაგვებში“, – აცხადებენ მკვლევარები.

მათ დაასკვნეს: „ეს არის პირველი მოხსენება, რომელიც აჩვენებს, რომ SARS-CoV-2-თან დაკავშირებულმა პანგოლინურმა კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს 100%-ითსიკვდილიანობა hACE2 თაგვებში, რაც მიუთითებს GX_P2V-ის ადამიანებზე გადასვლის რისკზე“.

  „შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ტვინის ფუნქციებზე - ბუნებრივი სუპერპროდუქტი, რომელიც ალცჰაიმერსა და დემენციას აფერხებს“

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Covid -ის ახალ შტამს თაგვებში სიკვდილიანობის 80 პროცენტი ჰქონდა.

წყარო: 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ „დაავადება X”-ს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights