სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიქართველი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო “ყვავილის” ინფექციისგან იხსნა

ქართველი მეცნიერი, რომელმაც მსოფლიო “ყვავილის” ინფექციისგან იხსნა

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე  ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

თამაზ კერესელიძე გახლავთ ქართველი მეცნიერი, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადების, “ყვავილის” ინფექციის დამარცხებაში.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თამაზ კერესელიძემ მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს და 1952 წელს ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც იყო. ამავე კათედრაზე განვლო შემოქმედებითად მდიდარი გზა კათედრის ასისტენტობიდან გამგეობამდე.

1958 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ანტისხეულთა პროდუქციისა და რეპროდუქციის საკითხებისთვის”. 1960 წელს ის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.

1964 წელს, 39 წლის ასაკ­ში კე­რე­სე­ლი­ძე ჯან­მო-ში მი­იწ­ვი­ეს კონ­სულ­ტან­ტად – ჯერ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის რე­გი­ო­ნულ ბი­უ­რო­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ ჟე­ნე­ვა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შტაბ-ბი­ნა­ში, სა­დაც ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ სნე­უ­ლე­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გახ­ლდათ. სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის რე­გი­ო­ნულ ბი­უ­რო­ში მუ­შა­ო­ბი­სას ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი შავი ჭი­რის, ქო­ლე­რი­სა და ყვა­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში იყო ჩარ­თუ­ლი.

ყვა­ვი­ლის ერა­დი­კა­ცი­ის (აღ­მო­ფხვრა) პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის ქარ­თველ­მა პრო­ფე­სორ­მა ჯან­მო-ს მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­გან მად­ლი­ე­რე­ბის წე­რი­ლი მი­ი­ღო და ასე­ვე, „ბი­ფურ­კა­ცი­უ­ლი ნემ­სის ორ­დე­ნი“, რომ­ლი­თაც ის ჟე­ნე­ვა­ში და­ა­ჯილ­დო­ვეს. ამ ორ­დე­ნით მთელ მსოფ­ლი­ო­ში სულ რამ­დე­ნი­მე მეც­ნი­ე­რია და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, თა­მაზ კე­რე­სე­ლი­ძე კი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სია, რო­მელ­საც ეს დიდი ჯილ­დო ხვდა წი­ლად.

თა­მაზ კე­რე­სე­ლი­ძე 1998 წელს, 73 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   ტოქსიკური ნივთიერებები საჭმელსა და წყალში — კიბოსა და ალცჰაიმერის ძლიერი კავშირი დადასტურდა!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights