სეზონური ვირუსების გავრცელების ვითარება საქართველოში წლიურ საშუალო ნორმას შეესაბამება. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ვირუსული ინფექციების პიკური პერიოდი იწყება, განსაკუთრებით სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, რაც გრიპის შემთხვევების ზრდას გამოიწვევს. გრიპის შემთხვევები ქვეყანაში არ აღემატება საშუალო ნორმას, თუმცა, განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები. მნიშვნელოვანია, რომ გრიპით დაავადებულმა ადამიანმა ატაროს პირბადე და დარჩეს სახლში. ასევე, აუცილებელია ხელების ჰიგიენა და ოთახების განიავება. ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს ინფექციების გავრცელებას.
მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.
მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
„კურიერთან” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა:
„შემთხვევების რაოდენობა, მათ შორის, გრიპის თუ სხვა რესპირაციული ინფექციების, არ აღემატება საქართველოსთვის არსებულ წლიურ საშუალო ნორმას – 50%-52% მოდის გრიპზე.
მეორე ადგილზე სიხშირით არის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციები. განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები. გრიპი ვისაც აქვს, უნდა ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ ატაროს პირბადე. გრიპიანი უნდა დარჩეს სახლში. ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა და ოთახის განიავება.
ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ბოლო მონაცემებით, გავრცელებულ დაავადებებს შორის ყველაზე უფრო ხშირად გრიპის შემთხვევები ფიქსირდება, შემდეგ არის რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციები, რომლის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან,” – განაცხადა ცერცვაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
