სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიპულსი TVმკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს თირ­კმლი­სა და შარ­დ­სა­წ­ვე­თის ამოკ­ვე­თას - თირკმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის კი­ბო

მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს თირ­კმლი­სა და შარ­დ­სა­წ­ვე­თის ამოკ­ვე­თას – თირკმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის კი­ბო

თირ­კმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის კი­ბო

  • ამ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს შე­საძ­ლოა სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა ან გვერ­დში ჭვა­ლი­სებ­რი ტკი­ვი­ლი გა­მოვ­ლინ­დეს.
  • დი­აგ­ნოს­ტი­კა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა.
  • მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს თირ­კმლი­სა და შარ­დ­სა­წ­ვე­თის ამოკ­ვე­თას.
სიმ­სივ­ნე შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლის ცენ­ტრა­ლუ­რი, შარ­დის შემ­გრო­ვე­ბე­ლი სივ­რცის ანუ  თირ­კმლის მენ­ჯის ამო­მ­ფე­ნი უჯ­რე­დე­ბი­დან გან­ვი­თარ­დეს (თირ­კმლის მენ­ჯის გარ­და­მა­ვა­ლუჯ­რე­დო­ვა­ნი კა­­რ­­­ცი­ნო­მა). თირ­კმ­ლე­ბი­სა და შარ­დის ბუშ­ტის და­­­მა­­­კავ­ში­რე­ბე­ლი მი­ლე­ბის, შარ­დსაწ­ვე­თე­ბის უჯ­­რე­­დე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­დაგ­ვარ­დნენ სიმ­სივ­ნუ­­რად. თირ­კმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თე­ბის კი­­ბო ბევ­რად უფ­რო იშ­ვი­ა­თი­ა, ვიდ­რე თირ­კმლის და­­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის ან შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო. აშშ-ში ის ყო­ველ­წლი­უ­რად 6000-ზე ნაკ­ლებ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს.
სიმ­პტო­მე­ბი
ყვე­ლა­ზე ხში­რი პირ­ვე­ლი სიმ­პტო­მი სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა­ა. ჭვა­ლი­სებ­რი ტკი­ვი­ლი გვერ­დში (ნეკ­ნებ­სა და თე­ძოს შო­რის) ან მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში მა­შინ ვი­თარ­დე­ბა, თუ შარ­დის დი­ნე­ბა და­ირ­ღვა (მაგ. სის­ხლის კოლ­ტმა და­ახ­შო შარ­დ­საწ­ვე­თი).
დი­აგ­ნოს­ტი­კა
კი­ბოს აღ­მო­ჩე­ნა, რო­გორც წე­სი, კომ­პი­უ­ტე­­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით ხდე­ბა. ამ კვლე­ვის სა­­შუ­­­ალე­ბით ექიმს შე­უძ­ლია და­ად­გი­ნოს, წარ­მო­­ნაქ­­მნი თირ­კმლის ან საშ­ვი­ლოს­ნოს რა­ი­მე კე­თილ­თვი­­სები­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ხომ არ არის, მაგ., კენ­ჭი ან სის­ხლის კოლ­ტი. შარ­დის ნი­მუ­შის მი­იკ­როს­კო­პით გა­მოკ­ვლე­ვით შე­საძ­ლოა სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლია შარ­დსაწ­ვეთ­ში შა­რ­დის ბუშ­ტის გავ­ლით ურე­ტე­როს­კო­პის, დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლის შეყ­ვა­ნა და მცი­რე ზო­მის სიმ­სივ­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ზოგ­ჯერ ამოკ­ვე­თაც კი.
პროგ­ნო­ზი
თუ­კი კი­ბო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არაა და მი­სი მთლი­ა­ნად ამოკ­ვე­თა მო­ხერ­ხდა, სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნე­ბა. თუმ­ცა, თუ­კი სიმ­­სი­ვ­ნე უკ­ვე გა­და­სუ­ლია თირ­კმლის მენ­ჯის კე­დელ­ზე, შარ­დსაწ­ვეთ­ზე ან და­შო­რე­ბულ ად­გი­ლებ­ზე, გან­კურ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.
მკურ­ნა­ლო­ბა
თუ­კი კი­ბო თირ­კმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის იქით არ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­გორც წე­სი, მთე­ლი თირ­კმე­ლი და შარ­დსაწ­ვე­თი ამო­იკ­ვე­თე­ბა (ნეფ­რო­უ­რე­ტე­რექ­ტო­მი­ა) შარ­დის ბუშ­ტის კედ­ლის მცი­რე ნა­წილ­თან ერ­თად.
თუმ­ცა, ზოგ­ჯერ, მაგ. რო­ცა თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცია დარ­ღვე­უ­ლია ან ადა­მი­ანს მხო­ლოდ ერ­თი თირ­კმე­ლი აქვს, ორ­გა­ნოს არ კვე­თენ, რად­გან შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი დი­ა­ლიზ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. თირ­კმლის მენ­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის ზო­გი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა ლა­ზე­რით ხდე­ბა, რაც ანად­გუ­რებს კი­ბოს უჯ­რე­დებს, ან ქი­რურ­გი­უ­ლად – მხო­ლოდ სიმ­სივ­ნის ამოკ­ვე­თით და თირ­კმლის, შარ­დსაწ­ვე­თის ჯან­მრთე­ლი ნა­წი­ლი­სა და შარ­დის ბუშ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. თუ კი­ბო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, ქი­მი­ო­თე­რა­პია ინიშ­ნე­ბა.
ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პე­რი­ო­დუ­ლად ცის­ტოს­კო­პია ტა­რ­დე­ბა (დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლის შე­ყ­ვა­ნა შარ­დის ბუშ­ტის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად), გა­­ნუ­საზღ­ვრე­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე, რად­გან ამ სიმ­სივ­ნის შემ­დეგ მა­ღა­ლია შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

თირ­კმლის კი­ბო

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights