სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიშესაძლოა, დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, კიბო გამოიწვიოს!

შესაძლოა, დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, კიბო გამოიწვიოს!

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ექი­მი ქეთი შავ­ლი­აშ­ვი­ლი­ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახა­ლი კვლე­ვის სა­ყუ­რა­დღე­ბო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ წერს.
WHO: დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელოვნურმა დამატკბობელმა, ასპარტამმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებში და დაბალკალორიულ (ძირითადად ულტრაპროცესირებულ) საკვებში, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, ჯანმო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასპარტამი კლასიფიცირებულია, როგორც 2b კლასის კანცეროგენი ანუ “ადამიანის შესაძლო კანცეროგენი”!
ჯანმო-ს ეს განცხადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოს პირველი საჯარო განცხადებაა თითქმის ყველგან გავრცელებული ხელოვნური დამატკბობლის მავნე ზემოქმედების და კიბოს რისკების შესახებ!
FDA -მ და სასმელების ინდუსტრიამ უკვე გააპროტესტეს ეს სიახლე.
▫️მოხსენება წაიკითხეთ აქ: https://www.who.int/…/14-07-2023-aspartame-hazard-and-risk…
▫️ასპარტამი ათწლეულების განმავლობაში სავარაუდოდ მრავალ დაავადებასთან დაკავშირებული სადავო ინგრედიენტია. 6000-ზე მეტ პროდუქტში გვხვდება, მათ შორის საკვებსა და სასმელში, ხველის საწინააღმდეგო სიროფში, კბილის პასტაში და ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელების დაახლოებით 95%-ში (PMID: 33451265).
▫️მაისის თვეში ჯანმო-მ მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიყენონ შაქრის შემცვლელები წონის დაკლების მიზნით.
კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება არ იწვევს წონის დაკლებას, რასაც, როგორც წესი, მოველით შაქრის მოცილებით გამოწვეული კალორიული დეფიციტისგან (PMID: 29570245; PMID: 28716847; PMID: 27880832).
▫️ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აზიანებენ ნაწლავის მიკრობიომს, ზრდიან სხეულის გაცხიმოვნებას, არღვევენ მადის და დანაყრების სიგნალებს და ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს (PMID: 34581796; PMID: 35987213).
▫️ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ასპარტამის ზემოქმედება ადრეულ ასაკში ზრდის კიბოს რისკს, რთულია ამ შედეგების გამეორება ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში (PMID: 17805418).
საფრანგეთის მოსახლეობაზე დაფუძნებულმა, 100 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კიბოს გაზრდილი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ასპარტამის მოხმარებასთან (PMID: 35324894)
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მწვავე მიმართვას ავრცელებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights