ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარისამინისტრო„მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“ -...

„მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“ – ზურაბ აზარაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეფორმაზე. ეს სისტემა კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ბიუჯეტისა თუ ხარისხის გაზრდის კუთხით, ამასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მან აქცენტი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში 30-ზე მეტი ბავშვი 3 ქვეყანაში მკურნალობს.

მინისტრმა ასევე საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში გაგზავნა.

„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება - ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights