სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„აყვანილი ექიმის მომსახურების ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დაწესდა სამინისტროს მიერ“

„აყვანილი ექიმის მომსახურების ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დაწესდა სამინისტროს მიერ“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა DRG მოდელის მოქმედების შესახებ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

საქართველოში DRG-ი დაფინანსების მოდელი 1 წელზე მეტია მოქმედებს, 1 თვეა დაფინანსების ეს სისტემა გავრცელდა მშობიარობის დაფინანსებაზეც. ამ დროის განმავლობაში, სრულად, დაფინანსდა დაახლოებით 2 200 მშობიარობა.

აქამდე დაფინანსება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში 500 ლარი, საკეისროს შემთხვევაში კი 800 ლარი იყო, ამასთან, თითქმის ყველა მშობიარეს უწევდა თანაგადახდა. დღეის მდგომარეობით, მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მიერ თანაგადახდის გარეშე.
სამინისტროს მიერ, კლინიკებისგან მოხდა ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, როგორც მშობიარობა/საკეისრო კვეთის, ისე ექიმის მომსახურების, გაუტკივარების საფასურისა და სხვა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განისაზღვრა ახალი ტარიფი 1220 ლარის ოდენობით და ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო არეალი ჩამოყალიბდა.
ე.წ. აყვანილი ექიმის მომსახურების ანაზღაურება გათვალისწინებულია იმ ტარიფში, რომელიც დაწესდა სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ამ სერვისის გამო, არც ერთ კლინიკას არ აქვს უფლება პაციენტი, გაიყვანოს დაფინანსების DRG მოდელიდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „უპრეცედენტოდ მაღალია ის შეთავაზება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა მიიღო“ - ბექა ფერაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights