კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიპულსი TVღვიძლის ბიოფსია - ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები

ღვიძლის ბიოფსია – ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები

ღვიძლის ბიოფსია
ღვიძლის ქსოვილის ნიმუში შეიძლება მოპო­ვე­ბულ იქნეს სადიაგნოზო ოპერაციის დროს, მაგრამ უფრო ხშირად ღვიძლის პერკუტანეული ბიოფსია გამოიყენება. ეს პროცედურა შემდეგნაირად ტარდება: კანის ანესთეზიისა და ულტრაბგერის დახმარებით ღვიძლის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრის შემდეგ ნემსი კანის გავლით შეჰყავთ ღვიძლში. ნემსის მოძრაობა და ღვიძლში პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია ულტრაბგერით კონტროლდება. ღვიძლის ბიოფსია ამბულატორიულ პროცედურად არის მიჩნეული. ქსოვილის ნიმუშის მოპოვების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს ამბულატორიულ დეპარტამენტში 3-4 საათის განმავლობაში, ვინაიდან გასათვალისწინებელია გართულებების ალბათობა, სახელდობრ, ღვიძლის გაგლეჯისა. ამ უკანასკნელის დროს შეიძლება დაიწყოს სისხლდენა, სისხლი მუცლის ღრუში ჩაიღვრება. თუ სისხლდენა ძლიერია, მან შეიძლება შოკი გამოიწვიოს. იმის გამო, რომ სისხლდენა შეიძლება დაიწყოს ბიოფსიის ჩატარებიდან 15D დღის შემდეგაც კი, პა­ციენტს აძლევენ მითითებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთ ადგილზე დარ­ჩეს, რომელიც საავადმყოფოდან მხოლოდ 1 სა­ათის სავალი გზით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ გარ­თულებები ხშირი არ არის, ამ პროცედურის შემდეგ ყოველი 10000 ადამიანიდან 1 იღუ­პება. მსუ­ბუქი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწი­ლ­­­ში, რომელიც ზოგჯერ მარჯვენა ბეჭზე გა­და­­­­ე­ცემა, საკმაოდ ხშირია ღვიძლის ბიოფსიის შემ­­­­დეგ და ტკი­ვ­ილგამაყუჩებლების გამოყენება ხდე­ბა საჭირო.
ღვიძლის ტრანსვენური ბიოფსიის დროს კისრის ვენაში დგამენ კათეტერს, რომელიც გულის გავლით ღვიძლის რომელიმე მადრენირებელ ვენაში ხვდება, აქედან კი კათეტერის ბოლოზე და­მაგრებული ნემსი ვენის კედლის გავლით ღვიძლს აღწევს. ამ პროცედურის დროს, ღვიძლის პერკუტანეულ ბიოფსიასთან შედარებით, ღვიძლის დაზიანება ნაკლებად მოსალოდნელია. ის ყველაზე მეტად ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლდენისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ.
ღვიძლის ბიოფსიის მეშვეობით შეიძლება ისე­­­თი ინფორმაციის მიღება, რომელიც სხვა გა­მოკ­­­ვლევებით შე­იძ­ლება არ გამომჟღავნდეს. ის ხში­­­რად გამოიყენება ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგ­როვების (ღვიძლის გაცხიმოვნება), ღვიძლის ქრონიკული ანთების (ქრონიკული ჰეპატიტი), ღვიძლის მეტაბოლური დაავადებების, როგორიცაა ვილსონის დაავადება (სპილენძის სიჭარბე) და ჰემოქრომატოზი (რკინით გადატვირთვა), ღვიძ­ლის გადანერგვის შემდეგ განვითარებული გარ­თულებებისა და ღვიძლში სიმსივნის გამოვლე­ნის მიზნით.

  კვანძები წარმოიქმნება კანის ქვეშ, ხშირად ფეხებზე

შე­­­­სა­­­ძ­­­­ლე­­­ბელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გა­­­მო­ვ­­­ლენა, რო­­გორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომა­ტო­­ზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მი­ახ­­ლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყვე­ლა არეს

 

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

 

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights