ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარისამინისტრო„ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG რეფორმა არის წარმატებული და...

„ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები – საკმაოდ შთამბეჭდავი“ – სილვიუ დომენტე

მიგვაჩნია, რომ საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სისტემის იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. რეფორმა მნიშვნელოვანია, მისი მასშტაბის გამო, რადგანაც მისი იმპლემენტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა.“
რეფორმას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფასებს.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სილვიუ დომენტეს თქმით, მისი იმპლემენტაცია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული მთავარი რეფორმაა. მისივე განმარტებით, რეფორმამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.
„მნიშვნელოვანია მისი გავლენა – რადგან, მან შემოიტანა ბევრად მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა, ჰოსპიტალური სექტორის რესურსების გამოყენებაში. რეფორმამ, ასევე, გავლენა მოახდინა მოსახლეობაზე, რადგან DRG-ს იმპლემენტაციამ შეამცირა ჯიბიდან გადახდები, შესაბამისად, გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.
სისტემის იმპლემენტაცია ასევე, შესაძლებელი გახდა მთავრობის, ოფიციალური პირების მაღალი ნების შედეგად, რომლებიც იღებდნენ ძალიან გაბედულ პროფესიონალურ და დროულ გადაწყვეტილებებს.
დღეს, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები – საკმაოდ შთამბეჭდავი. რეფორმა ამით არ სრულდება, რადგანაც ნებისმიერ DRG სისტემას ესაჭიროება უწყვეტი მონიტორინგი, შემოწმება-დარეგულირება და გაუმჯობესება.
გვაქვს მოლოდინი, რომ DRG დაფინანსების სისტემაში, ახალი სერვისები შევა. ასევე, როგორც გადახდის ალტერნატიული მექანიზმი, დაინერგება სპეციფიკური სერვისებისთვის“, – აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, საქართველოში DRG მოდელის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელს უწყობდნენ საქართველოს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების დიალოგის პროცესში.
სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. დაწყებიდან 1 წლის შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა მნიშვნელოვნად, სამჯერ 27%-დან 10%-მდე შემცირდა
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რესპუბლიკური საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights