დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა, რომელიც დაარსდა 2015 წლის 4 აპრილს წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, კლინიკა აღჭურვილია იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით.
კლინიკის სახელწოდებას ამყარებს სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების საქმეში.
კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული თანამშროლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯოებესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების შემუშავების გზით. ამ მიმართულებით გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციის საფუძველზე, კლინიკა თანამშრომლობს ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის სამედიცინო ლაბორატორიასთან.
კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პათოლოგიურად ჭარბ წონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა,კლინიკაში არსებული ბარიატრიული გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით: ენდოკრინოლოგი,ნუტრიციოლოგი,კარდიოლოგი,ფსიქოლოგი, ნევროლოგი და ქირურგი, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან, რაც გულისხმობს ბარიატრიული ოპერაციისთვის პაციენტების წინასაოპერაციო მომზადებას და პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურ მონიტორინგს ევროპული სტანდარტების მიხედვით.