„პრემიუმ მედსერვისი” არის სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც სრულად შეესაბამება ქვეყანაში დადგენილ და საერთაშორისო სტანდარტებს, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური ექიმების გუნდით, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დანადგარებით და მოსახლეობას სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას.
პრემიუმ მედსერვისში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისებით:
• საყოველთაო ჯანდაცვა
• დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა – ( ორსულთა პატრონაჟი)
• დიაბეტის მართვის პროგრამა
2018 წლიდან ჩვენთან მოსულ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით გათვალისწინებული „დაავადებათა სკრინინგის“ ქვეპროგრამის ორ კომპონენტში:
• საშვილოსნოს ყელის სკრინინგი;
• პროსტატის კიბოს სკრინინგი