სამედიცინო ცენტრის შესახებ
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება. “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში”, ასევე, წარმატებით ფუნქციონირებს გენომის კვლევის და დიაგნოსტიკის ცენტრი. აღნიშნული კვლევები ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში, რადგან მისი საშუალებით დგინდება გენეტიკური მუტაციები, ადამიანის წინასწარგანწყობა სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ. წერტილოვანი მუტაციები და ქრომოსომული დარღვევები ზუსტად ადგენენ სიმსივნის ბუნებას, იძლევიან დაავადების წარმოშობის და მიმდინარეობის პროგნოზს და უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მკურნალობის პროცესში. ეს ზოგავს პაციენტის რესურსებს და ზრდის წარმატებული მკურნალობის ალბათობას.
განყოფილებები:
თავ-კისრის ქირურგია
- ფარისებური ჯირკვალი
- ხორხის სიმსივნე
- ყბაყურა ჯირკვალი
- ტუჩი და პირის ღრუს ორგანოები
- კანი და რბილი ქსოვილები
- ზედა დაქვედა ყბა
- სანერწყვე ჯირკვლები
- კისრის ლიმფური აპარატი
მამოლოგია
გინეკოლოგია (განყოფილებები)
- საშვილოსნოს ყელის სიმსივნე
- საშვილოსნოს ტანის სიმსივნე
- საკვერცხის სიმსივნე
- საშოს და ვულვას სიმსივნე
ქიმიოთერაპია
- აბდომინური ქირურგია
- თორაკალური ქირურგია
- კრიოქირურგია
- ლაზერული ქირურგია
- ლაპარასკოპიული ქირურგია
- დიაგნოსტიკა
- ციტოლოგია
- ექოსკოპია
- ენდოსკოპია
- სტომატოლოგია
საოპერაციო-რეანიმაციული ბლოკი
უჯრედული თერაპია
- სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნოთერაპია და ინდივიდუალური ვაქცინები