კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი “აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი”, რომელიც 1991 წელს დაარსდა, საქართველოში ერთ–ერთი უდიდესი სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით.
ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიის, ონკოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში.
ინსტიტუტის არსებობის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 3000-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მონოგრაფიებში. ინსტიტუტის თანამშრომლები წლების განმავლობაში რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციების მუშაობაში.
აღსანიშნავია, რომ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი საუნივერსიტეტო კლინიკაა. მის ბაზაზე ფუნქციონირებს:
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის დეპარტამენტი;
- რეზიდენტურის პროგრამები რადიოლოგიაში, ონკოლოგიაში, რადიაციულ თერაპიაში, და დოქტორანტურა;
- კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო ცენტრი;
- ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი.
ინსტიტუტი მოიცავს შემდეგ განყოფილებებს:
- ბიო განყოფილება
- ონკოლოგია
- ქირურგია
- ნერვოლოგია
- ალერგოლოგია
- იმუნოლოგია
- ოფთალმოდიაგნოსტიკა
- პათომორფოლოგია
- რევმატოლოგია
- საზღვარგარეთთან ურთიერთობა
- ტრავმატოლოგია
- ლაზეროთერაფია
1991 წელს, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკ. ფ. თოდუას კლინიკა) დაარსდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია მედიცინის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა რადიოლოგია და ქირურგია. იგი ქვეყნის სათაო დაწესებულებაა რადიოლოგიის დარგში. კლინიკის ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, ხოლო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: ”დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.” სწორედ ამიტომ, ის საქართველოს წამყვანი სამკურნალო–დიაგნოსტიკური საუნივერსიტეტო დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. ინსტიტუტში 4 საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის განყოფილება და სტაციონარია. ინსტიტუტში ასევე მოქმედებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო ცენტრი.
ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სახის მომსახურებები:
- დერმატოლოგიური მომსახურება
- ექოსკოპიის, ულტრაბგერითი და დოპლერული კვლევები
- კარდიოლოგიური მომსახურება
- ოფთალმოლოგიური მომსახურება
- რენტგენოგრაფიული და ტომოგრაფიული მომსახურება
- სამედიცინო ლაბორატორიების მომსახურება
- უროლოგიური მომსახურება
- გინეკოლოგიური მომსახურება
- ამბულატორიული მომსახურება
- ტომოგრაფიაული მომსახურება
- ონკოლოგიური მომსახურება