GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი – სრულიად ახალი სიტყვაა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!
დიდი პროფესიული წარსულით, უკეთესის ძიების ხანგრძლივი გამოცდილებით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, გერმანული სიზუსტით და ქართული კეთილგანწყობით ჩვენ მოვედით დღემდე, მოვედით ამბიციით, ვიყოთ ყველაზე საიმედო, ხარისხიანი და მოთხოვნადი სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწეული შედეგებით – კავკასიის რეგიონში ჩვენ ვართ ერთ-ერთი კომპლექსური კლინიკა ინ ვიტრო მომსახურების კუთხით, რომელიც გთავაზობთ უნაყოფობის მკურნალობის და ხელოვნური განაყოფიერების უახლეს და ბიუჯეტურ მიდგომას;
ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ, გულწრფელ და გამჭვირვალე თანამშრომლობას, მზად ვართ, შევარჩიოთ თქვენთვის პერსონალურად მორგებული მკურნალობის და პროცედურების პაკეტი მისაღებ ფასად;
ჩვენი კლინიკის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნინო მუსერიძე, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა პროექტზე, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა GGRC და ეს არის საუკეთესო კვლევებზე, ხანგრძლივ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე აგებული კლინიკა თქვენთვის!
მხოლოდ ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა უშვილო წყვილების მიმართ საქველმოქმედო ფონდის სახით – „შენთვის“!
და ყველაზე მთავარი, GGRC დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით, გულისხმიერი და პროფესიონალი პერსონალით, უახლესი აპარატურით და გამორჩეულია მაღალი სტანდარტით, შთამბეჭდავი შედეგებით და ლოიალური ფასებით!
ამიტომ თქვენ ირჩევთ გერმანულ ხარისხს და ქართულ გულისხმიერებას, როდესაც ირჩევთ GGRC-ის, ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს.