საავადმყოფო: მრავალპროფილური |
მისამართი: ქ. თბილისი, ნოქალაქევის |
დაჯავშნე აქ: 592003869 |
ხარისხი: გადის აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო სტანდარტებს |
„მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის ” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით.
სიახლეები:
პაციენტთა კმაყოფილების კვლევა
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“. პაციენტს შეუძლია, გადავიდეს ტექსტში მითითებულ ლინკზე
ან დაასკანეროს QR კოდი:
“აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური ვიზიტი მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ ცენტრში
სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი გთავაზობთ:
- გადაუდებელ და გეგმიურ ქირურგიულ სერვისს;
- აბდომინალური ქირურგიის სერვისს;
- თორაკალური ქირურგიის სერვისს;
- ონკოქირურგიის სერვისს;
- ორთოპედია/ ტრავმატოლოგიის სერვისს;
- ყბა-სახის ქირურგიის სერვისს;
- მიკროქირურგიის სერვისს;
- კრიტიკული მედიცინის სერვისს;
- თერაპიული სერვისების პანელს;
- კარდიოლოგიური სერვისების პანელს;
- კარდიო-ინტერვენციის სერვისს;
- ანგიოლოგიური სერვისების პანელს;
- ენდოკრინოლოგიური სერვისების პანელს;
- ნევროლოგიური სერვისების პანელს;
- გინეკოლოგიური სერვისების პანელს;
- გასტროენტეროლოგიური სერვისების პანელს;
- პროქტოლოგიური სერვისების პანელს;
- უროლოგიური სერვისების პანელს;
- პლაზმოფერეზით მკურნალობას;
- ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პანელს;
- რადიოლოგიური დიაგნოსტიკის პანელს;
- პლასტიკური ქირურგიის პანელს
კლინიკის ისტორია/ კლინიკის შესახებ:
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი 2016 წელს დაარსდა. ის ევროპული სტანდარტის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც უმაღლესი სტანდარტის სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს.
MK სამედიცინო ცენტრის ბრენდს — პროფესიონალ ექიმთა გუნდი, თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო აპარატურა, მკურნალობის ინოვაციური და მულტიდისციპლინური მეთოდები, სწორი სამედიცინო მენეჯმენტი ქმნის. აქ პაციენტის უსაფრთხოება პრიორიტეტია, შესაბამისად მხოლოდ საუკეთესო კლინიკურ შედეგებზე ვართ ორიენტირებულნი.
ჩვენ მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისს უწყვეტად 24/7 რეჟიმში გაწვდით.
მისია:
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პრევენციული, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების სრული სპექტრის მიწოდების გზით.
ღირებულებები:
გუნდურობა, პროფესიოალიზმი, სანდოობა, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება.
მონიტორინგი:
MK სამედიცინო ცენტრში პროგრესის თვისობრივ მონიტორინგს ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტი, რომელიც პაციენტების კმაყოფილების ინდექსს სწავლობს.
ხარისხის მენეჯმეტი:
ჩვენ დავნერგეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ხარისხის მენეჯმენტი. კლინიკის ინფრასტრუქტურა შეესაბამება უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნებს. ვსწავლობთ ვაანალიზებთ და ვნერგავთ საერთაშორისო პროტოკოლებს, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას არეგულირებს.
კლინიკის მმართველი გუნდი:
დირექტორი/თანადამფუძნებელი
ლალი პეტაშვილი
კლინიკური დირექტორი/თანადამფუძნებელი
მალხაზ კაციაშვილი
სამედიცინო მენეჯერი
ვასილ ბალახაშვილი
კლინიკის თანამშრომლები
ნიჯოლოზ ღუღუნიშვილი
მადლენა მარგალიტაძე
ეკატერინე ვერძაძე
თათია გივიშვილი
ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტის ჩართულობა
ნიკოლოზ ღუღუნიშვილი, აკრედიტაციის კოორდინატორი:
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში აკრედიტაციის სტანდარტების გათვალისწინებით შევქმენით “პაციენტთა საბჭო“, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მძლავრი ინსტუმენტი. “პაციენტთა საბჭო“ და პაციენტთა კმაყოფილების ონლაინ კვლევა ხელს შეუწყოფს პაციენტების უსაფრთხო მკურნალობასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზდას.
მასალის გამოყენების პირობები