ახალი ვექტორი აერთიანებს:
- თემის წარმომადგენლებს
- სოციალურ მუშაკებს
- სამედიცინო პერსონალს
ორგანიზაციის მისია:
- ნარკოტიკების მომხმარებელთა, მათ შორის აივ/შიდსით, B და C ჰეპატიტებით, ტუბერკულოზით დაავადებულთა გაჯანსაღების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა
საქმიანობა:
- ზიანის შემცირების, სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდება ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის და მათი პარტნიორებისთვის
- საადვოკაციო საქმიანობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის, აივ/შიდსის, B და C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის მკურნალობა/დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობის მიზნით
- თემის გაძლიერება და მობილიზება
გეოგრაფიული დაფარვა:
- თბილისი
- ქვემო ქართლი
ჩვენ ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათ პარტნიორებს ვთავაზობთ:
- საველე საქმიანობა/მობილური ამბულატორია;
- ტესტირება/კონსულტირება აივ/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, სიფილისზე;
- თანაბარგანმანათლებელთა ჩართულობით სისხლით გადამდები დაავადებების მკურნალობის მხარდაჭერა/სოციალური თანხლება;
- სტაციონარიდან და აუთრიჩზე სტერილური საინექციო ინვენტარის, კონდომების, სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი სასაჩუქრე ჰიგიენური პაკეტების გავრცელება;
- ღვიძლისფიბროსკანირებადაშესაბამისიკონსულტაცია;
- ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია;
- ნარკოტიკების მომხმარებლები საბაზისო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- ფტიზიატრის მომსახურება (კონსულტაცია/გადამისამართება/სოციალური თანხლება);
- სტომატოლოგიურიმომსახურება (თერაპია, ქირურგია);
- პრეპარატ ნალოქსონის (ნარკანი) გავრცელება ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფებში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპიოიდური ზედოზირების შემთხვევებისას:
- ნალოქსონის მოხმარების წესებზე ინსტრუქციის წარდგინება;
- ზედოზირებისას პირველადი დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ბენეფიციართა პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, იურიდიული და სხვა სახის კონსულტაციები/სოციალური თანხლება;
- ქალებზე ორიენტირებული სპეციფიური საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
- ხელსაქმის შესწავლა ქალი ნიმ-ებისთვის: სამკაულები, გობელინი, სამოსი, თექა;
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო საქმიანობა;