საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
თემა: ვირუსები და გინეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს
საუბრობს მეან-გინეკოლოგი, მაკა ჩიქოვანი:
„მედიცინაში ვიყენებთ ტერმინს TORCH ინფექციები. ეს აბრევიატურა მოიცავს იმ ძირითად წამყვან ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე და შემდგომ უკვე ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილობასა და ავადობაზე. მასში გაერთიანებულია, მაგალითად, ტოქსოპლაზმა, რომელიც განსხვავებული ტიპის მიკრობს წარმოადგენს. მასში შედის წითურა, ზიკა ვირუსი – ორი-სამი წლის წინ პანდემია იყო და ბრაზილიაში რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცოტა ხანს ორსულობისგან თავი შეეკავებინათ, იმდენად ცუდი და სავალალო შედეგები იყო.
წითურას ვირუსი მნიშვნელოვნად არასასურველია ორსულებისთვის. TORCH ინფექციებში შედის ციტომეგალოვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ვირუსია დღეს. ასევე ჰერპეს ვირუსი ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ დაავადებას წარმოადგენს წყვილებს შორის“.
მასალის გამოყენების პირობები