ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიპულსი TVთირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­­­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­­კმე­ლი, ერ­თი...

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­­­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­­კმე­ლი, ერ­თი ან ორი­ვე შარ­დსაწ­ვე­თი, შარ­დის ბუშ­ტი ან შარ­დსა­დე­ნი

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­­­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­­კმე­ლი, ერ­თი ან ორი­ვე შარ­დსაწ­ვე­თი, შარ­დის ბუშ­ტი ან შარ­დსა­დე­ნი.

სიმ­პტო­მე­ბი
სა­შარ­დე გზე­ბის ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს სიმ­პტო­მებს მა­ნამ, სა­ნამ ძა­ლი­ან არ გაღ­რმავ­დე­ბა. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ა: თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა, სიმ­სივ­ნე­ე­ბი და კენ­ჭე­ბი, თუ ისი­ნი არ უშ­ლის ხელს შარ­დის დი­ნე­ბას, აგ­რეთ­ვე, ზო­გი ნაკ­ლე­ბად მძი­მე ინ­ფექ­ცი­ა.
ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ზო­გა­დი­ა, რომ ექი­მის­თვის ძნე­ლია მა­თი თირ­კმელ­თან და­კავ­ში­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა ან უმა­დო­ბა, ან გუ­ლის­რე­ვა, ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ვი­ლი შე­საძ­ლოა თირ­კმლე­ბის ქრო­­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბის ერ­თა­დერ­თი სიმ­პტო­მი იყოს. მო­ხუ­ცებ­ში ინ­ფექ­ცია ან თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა პირ­ვე­ლად ცნო­ბი­ე­რე­ბის მოშ­ლით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. სიმ­პტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­რო მე­ტად მი­ა­ნიშ­ნებს თირ­კმლე­ბის ან სა­შარ­დე გზე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, შემ­დე­გი­ა: ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში, ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა და შარ­დვის გა­მო­ყო­ფის დარ­ღვე­ვე­ბი.

წვა ან ტკი­ვი­ლი შარ­დვი­სას
მო­შარ­დვის დროს ტკი­ვი­ლი ან წვა (დი­ზუ­რი­ა) შე­საძ­ლოა იგ­რძნო­ბო­დეს შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლის მი­და­მო­ში ან, უფ­რო იშ­ვი­ა­თად, შარ­დის ბუშ­ტის არე­ში (მენ­ჯში, მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში, ბოქ­ვე­ნის ძვლის ზე­მოთ). ზოგ­ჯერ ქა­ლებ­ში შარ­დვი­სას ტკი­ვი­ლი ან წვა მა­ში­ნაც არის, რო­ცა სა­შოს ან მი­სი მიმ­დე­ბა­რე არის ინ­ფექ­ცია ან ან­თე­ბა, ანუ ვულ­ვო­ვა­გი­ნი­ტია გა­მო­ხა­ტუ­ლი.

მი­ზე­ზე­ბი
დი­ზუ­რია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზრდას­რუ­ლი ასა­კის ქა­ლებს შო­რის. მი­სი მი­ზე­ზი ხში­რად სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ა, მა­გა­ლი­თად, ცის­ტი­ტი ან ურეთ­რი­ტი. თუმ­ცა, დი­ზუ­რია შე­საძ­ლოა აწუ­ხებ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­მა­კაცს ან ქალს, მაგ­რამ ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი არ იყოს.
შე­ფა­სე­ბა
ექი­მე­ბი ზოგ­ჯერ მი­ზეზს და­ახ­ლო­ე­ბით ხვდე­ბი­ან იმის მი­ხედ­ვით, თუ სად არის ეს შეგ­რძნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ წვა ან ტკი­ვი­ლი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია ბოქ­ვე­ნის ძვლის ზე­მოთ, მა­შინ შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცია – ცის­ტი­ტია სა­ვა­რა­უ­დო. ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად აქვთ ეს პრობ­ლე­მა, ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე ხვდე­ბი­ან, რომ მო­რი­გი გამ­წვა­ვე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუ შეგ­რძნე­ბა შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრელ­თა­ნაა ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი, მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დე­ნის ან­თე­ბა – ურეთ­რი­ტი იყოს. მა­მა­კა­ცებს შო­რის პე­ნი­სი­დან გა­მო­ნა­დე­ნის მი­ზე­ზი ხში­რად ურეთ­რი­ტი­ა. თუ წვა ძი­რი­თა­დად სა­შოს მი­და­მო­ში იგ­რძნო­ბა და ქალს გა­მო­ნა­დე­ნიც აქვს, ვა­გი­ნი­ტია სა­ვა­რა­უ­დო.
გა­სინ­ჯვამ შე­საძ­ლოა გა­მო­ავ­ლი­ნოს დი­ზუ­რი­ის გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა და­დას­ტურ­­დეს გა­მო­ნა­დე­ნის არ­სე­ბო­ბა, სა­შოს ან გა­რე­თა სას­ქე­­სო ორ­გა­ნო­ე­ბის (ვულ­ვა) ან­თე­ბა და ატ­რო­ფი­ა, რაც ვულ­­ვო­ვა­გი­ნი­ტის ნი­შა­ნი­ა. გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯი­რ­­კვა­ლი მი­სი კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­პლა­ზი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. სა­თეს­ლე და­ნა­მა­ტის ან სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბის მტკივ­ნე­უ­ლო­ბა შე­საძ­ლოა ეპი­დი­დი­მო­ორ­ქი­ტით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის მტკივ­ნე­უ­ლო­ბა – პროს­ტა­ტი­ტით.
ექი­მე­ბი ყო­ველ­თვის ვერ თან­ხმდე­ბი­ან და­მა­­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. ზო­გი მათ­გა­ნი უბ­რა­ლოდ მკურ­ნა­ლობს ზრდას­რულ ქა­ლებს, რომ­ლებ­საც ცის­ტი­ტის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­­ლი სიმ­პტო­მე­ბი აქვთ. ზო­გი გა­მოკ­ვლე­ვებს უნიშ­ნავს ყვე­ლას ან მათ, ვი­სი დი­აგ­ნო­ზიც გარ­კვე­უ­ლი არ არის. ამ დროს, რო­გორც წე­სი, პირ­ვე­ლად შარ­დის ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა. ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა შარ­დში მიკ­რო­ბუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის და­სად­გე­ნად და ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. ქა­ლებ­ში სა­შო­დან გა­მო­ნა­დე­ნის ნაცხ­საც იღე­ბენ და მიკ­როს­კო­პით სწავ­ლო­ბენ. გარ­და ამი­სა, უნ­და დად­გინ­დეს, იმ მა­მა­კა­ცებს და ქა­ლებს, რომ­ლებ­საც შარ­დსა­დე­ნი­დან გა­მო­ნა­დე­ნი აწუ­ხებთ, ხომ არა აქვთ გო­ნო­რეა ან ქლა­მი­დი­­ოზი.

მკურ­ნა­ლო­ბა
უპირ­ვე­ლე­სად პრობ­ლე­მის მი­ზეზ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. ხში­რად მი­ზე­ზი ინ­ფექ­ციაა და მკურ­ნა­ლო­ბა ადა­­მი­ანს 1-2 დღე­ში ჰგვრის შვე­ბას. თუ დი­ზუ­რია ძა­ლი­ან მკვეთ­რი­ა, პირ­ვე­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა ფე­ნა­ზო­პი­რი­დი­ნი და­ნიშ­ნოს დის­კომ­ფორ­ტის მო­სახ­სნე­ლად. ეს მე­დი­კა­მენ­ტი შარდს მო­წი­თა­ლო-­ნა­რინ­ჯის­ფრად ღე­ბავს.

ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში
თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, რო­გორც წე­სი, გვერ­დის, წე­ლის არე­ში ან კუ­დუ­სუ­ნის ზე­მოთ იგ­რძნო­ბა. ზოგ­ჯერ იგი მუც­ლის შუა ნა­წი­ლის­კენ გა­და­ე­ცე­მა. ტკი­ვილს თირ­კმლე­ბის გა­რე­დან მფა­რა­ვი კაფ­სუ­ლის და­ჭიმ­ვა იწ­ვევს, რაც, თა­ვის მხრივ, ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბი­სას თირ­კმლე­ბის სწრა­ფად შე­შუ­პე­ბის გა­მო ხდე­ბა. ძლი­ერ ტკი­ვილს ხში­რად გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა ახ­ლავს თან.
მი­ზე­ზე­ბი
თირ­კმლე­ბის კენ­ჭი აუ­ტა­ნელ ტკი­ვილს იწ­ვევს, რო­ცა და­იძ­ვრე­ბა და შარ­დსაწ­ვეთ­ში გა­და­დის. კენ­ჭის მოძ­რა­ო­ბის სა­პა­სუ­ხოდ შარ­დსაწ­ვე­თი იკუმ­შე­ბა და ადა­მი­ა­ნი ძლი­ერ, ჭვა­ლის­მაგ­ვარ ტკი­ვილს გრძნობს (თირ­კმლე­ბის ან შარ­დსაწ­ვე­თის კო­ლი­კა) გვერ­დში და წელ­ში, ხში­რად სა­ზარ­დულ­ში ან სა­თეს­ლე ჯირ­კვლებ­ში გა­და­ცე­მით. ტკი­­ვი­ლი მოვ­ლი­თი ხა­სი­ა­თი­სა­ა. ის შე­იძ­ლე­ბა გა­გ­­რძელ­დეს 20-დან 60 წუ­თამ­დე და შემ­დეგ გაქ­რეს. ტკი­ვი­ლი ყუჩ­დე­ბა და აღარ გრძელ­დე­ბა, თუ შარ­დ­სა­წ­ვე­თი მო­დუნ­და ან კენ­ჭი შარ­დის ბუშ­ტში გა­და­ვი­და.
თირ­კმლე­ბის ინ­ფექ­ცია (პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი) ამ ორ­გა­ნოს შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს, რაც ჭი­მავს კაფ­სუ­ლას და პა­ცი­ენ­ტი მუდ­მივ, მღრღნელ ტკი­ვილს გრძნობს. თირ­კმლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რო­გორც წე­სი, არ იწ­ვევს ამ შეგ­რძნე­ბას, სა­ნამ ძა­ლი­ან დი­დი ზო­მი­სა არ გახ­დე­ბა.
წე­ლის ტკი­ვი­ლის სხვა მი­ზე­ზე­ბი­ა: თირ­კმლე­ბის ან ნაწ­ლა­ვის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის მწვა­ვე მოშ­ლა, აორ­ტის ანევ­რიზ­მა გამ­სკდა­რი ან, ზოგ­ჯერ, გას­კდო­მის გა­რე­შე, ხერ­ხემ­ლის ან ზურ­გის ტვი­ნის ნერ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კუნ­თე­ბის ან ძვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მუც­ლის ღრუს უკა­ნა ნა­წი­ლის (რეტ­რო­პე­რი­ტო­ნე­უ­მი) სიმ­სი­ვნეე­ბი.

შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა
სიმ­პტო­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ექი­მი ხში­რად შარ­დის ანა­ლიზს ნიშ­ნავს. ამ კვლე­ვის შე­დე­გით დგინ­დე­ბა, არის თუ არა შარ­დში სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბი ან ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი, რაც ინ­ფექ­ცი­ას ხდის სა­ვა­რა­უ­დოს. სა­ჭი­რო­ე­ბი­სას შე­საძ­ლოა შარ­დში მიკ­რო­ბუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა. თუ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, შე­ტე­ვითი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი აქვს (ჭვა­ლი) და შარ­დში სის­ხლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით მი­ზე­ზი თირ­კმლე­ბის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა­ა. თუ ტკი­ვი­ლი შე­და­რე­ბით სუს­ტი­ა, თა­ნა­ბა­რი, აღი­ნიშ­ნე­ბა მტკივ­ნე­უ­ლო­ბა რო­მე­ლი­მე თირ­კმლის საპ­რო­ექ­ციო არე­ზე ხე­ლის მსუ­ბუ­ქად დარ­ტყმი­სას, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სი­ჭარ­ბე შარ­დში, სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზი.

სიმ­პტო­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ექი­მი ხში­რად შარ­დის ანა­ლიზს ნიშ­ნავს. ამ კვლე­ვის შე­დე­გით დგინ­დე­ბა, არის თუ არა შარ­დში სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბი ან ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი, რაც ინ­ფექ­ცი­ას ხდის სა­ვა­რა­უ­დოს. სა­ჭი­რო­ე­ბი­სას შე­საძ­ლოა შარ­დში მიკ­რო­ბუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა. თუ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, შე­ტე­ვითი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი აქვს (ჭვა­ლი) და შარ­დში სის­ხლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით მი­ზე­ზი თირ­კმლე­ბის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა­ა. თუ ტკი­ვი­ლი შე­და­რე­ბით სუს­ტი­ა, თა­ნა­ბა­რი, აღი­ნიშ­ნე­ბა მტკივ­ნე­უ­ლო­ბა რო­მე­ლი­მე თირ­კმლის საპ­რო­ექ­ციო არე­ზე ხე­ლის მსუ­ბუ­ქად დარ­ტყმი­სას, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სი­ჭარ­ბე შარ­დში, სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზი თირ­კმლე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ა. თუ ექი­მი კენ­ჭის არ­სე­ბო­ბას ვა­რა­უ­დობს, რო­გორც წე­სი, კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა ტარ­დე­ბა, რა­თა ზუს­ტად გა­ნი­საზღ­ვროს კენ­ჭის ზო­მა და მდე­ბა­რე­ო­ბა, ასე­ვე ის, თუ რამ­დე­ნად უშ­ლის ის ხელს შარ­დის დი­ნე­ბას. ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. თუ ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, შე­საძ­ლოა იგი­ვე გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­დეს კონ­ტრას­ტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით ან სხვა კვლე­ვა და­ი­ნიშ­ნოს.
სა­ჭი­როა დად­გე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. სა­შუ­ა­ლო სიძ­ლი­ე­რის ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ყუჩ­დეს აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნის ან არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (ა­ასს) მი­ღე­ბის შემ­დეგ. კენ­ჭით გა­­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყოს და ინ­­ტრა­ვე­ნუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო.

შე­შუ­პე­ბა
შე­შუ­პე­ბას ქსო­ვი­ლებ­ში სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბა იწ­ვევს. მას, შე­სა­ბა­მი­სად, წო­ნის მა­ტე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს თან. შე­შუ­პე­ბა ხში­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­სამ­ჩნე­ვია კო­ჭებ­სა და ტერ­ფებ­ზე, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს მუ­ცელ­ზე, წელ­ზე, ხე­ლებ­სა და სა­ხე­ზე. თუ შე­შუ­პე­ბა ძა­ლი­ან მკვეთ­რი­ა, შე­იძ­ლე­ბა სითხე ფილ­ტვებ­შიც დაგ­როვ­დეს და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.
მი­ზე­ზე­ბი
შე­შუ­პე­ბა შე­იძ­ლე­ბა მა­შინ გან­ვი­თარ­დეს, რო­ცა თირ­კმლე­ბი ვე­ღარ გა­მო­ყოფს ორ­გა­ნიზ­მი­დან ზედ­მეტ ნატ­რი­უმ­სა და წყალს, მა­გა­ლი­თად, თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის დროს. შე­შუ­პე­ბის მი­ზე­ზი თირ­კმლე­ბის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­მე­ლიც სის­ხლი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლის (გან­სა­კუთ­რე­ბით ალ­ბუ­მი­ნის) და­კარ­გვას იწ­ვევს შარ­დთან ერ­თად (ე.წ. ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი). თუ სის­ხლში ალ­ბუ­მი­ნის დო­ნე ძა­ლი­ან დაქ­ვე­ით­და, სითხე სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან ქსო­ვი­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და შე­შუ­პე­ბა ვი­თარ­დე­ბა.
სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­საც შე­უძ­ლია შე­შუ­პე­ბის გა­მოწ­ვე­­­ვა. გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს, რო­ცა გუ­ლი ვე­ღარ გა­­­და­­­ტუმ­ბავს სის­ხლის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას, მის­გან წა­­მო­­სუ­ლი სიგ­ნა­ლის სა­პა­სუ­ხოდ თირ­კმლე­ბი აკა­ვებს მა­­რილ­სა და წყალს და ისი­ნი ქსო­ვი­ლებ­ში გროვ­დე­ბა. ღვიძ­ლის შორ­სწა­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც იგი­ვე ხდე­ბა – ღვიძ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი სიგ­ნა­ლის სა­პა­სუ­ხოდ თირ­კმლე­ბი აკა­ვებს მა­რილ­სა და წყალს. შე­შუ­პე­­ბა ძლი­ერ­დე­ბა სის­ხლში ცი­ლის შემ­ცვე­ლო­ბის და­ქ­­ვე­ი­თე­ბის გა­მოც, ვი­ნა­ი­დან ეს უკა­ნას­კნე­ლი ხელს უწყ­ობს სითხ­ის გა­ჟონ­ვას ქსო­ვი­ლებ­ში. თუ მხო­­ლოდ ერ­თი კი­დუ­რია შე­შუ­პე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ მი­ზე­ზი ამა­ვე კი­დურ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა (თრომ­ბი ვე­ნა­ში ან ტრავ­მა) და არა თირ­კმლე­ბის, ღვიძ­ლის ან გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა.
შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა
ექი­მე­ბი შე­შუ­პე­ბის არ­სე­ბო­ბა­სა და ხა­რისხს პა­ცი­ენ­ტის წვივ­ზე თი­თის და­ჭე­რით არ­კვე­ვენ; თუ თი­თის მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ კან­ზე ჩა­ნაჭ­დე­ვი დარ­ჩა, ეს იმი­ს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, რომ ქსო­ვი­ლებ­ში ზედ­მე­ტი სითხეა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი. სხვა სიმ­პტო­მე­ბი­სა და გა­სინ­ჯვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვრე­ბა შე­შუ­პე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი – თირ­კმლე­ბის, ღვიძ­ლი­სა ან გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა. თირ­კმლე­ბი­სა და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის შე­სა­ფა­სებ­ლად ტარ­დე­ბა შარ­დი­სა და სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბი. თუ გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბაა სა­ვა­რა­უ­დო, გულ­მკერ­დის რენ­ტგე­ნით გა­მოკ­ვლე­ვაა სა­ჭი­რო, ზოგ­ჯერ ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­აც. ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მის არ­სე­ბო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გან­ისაზღ­ვრე­ბა შარ­დთან ერ­თად და­კარ­გუ­ლი ცი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, რის­თვი­საც იან­გა­რი­შე­ბა შა­რ­დის გან­საზღ­ვრულ ულუ­ფა­ში ცი­ლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შე­ფარ­დე­ბა კრე­ა­ტი­ნი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან.
თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო. შე­შუ­პე­ბა ხში­რად მცირ­დე­ბა ან ალაგ­დე­ბა შარ­დმდე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თუ თირ­კმლე­ბი კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის ან სითხ­ის ფილ­ტვებ­ში დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა დი­ა­ლი­ზი დას­ჭირ­დეს.
შარ­დის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა
ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4-6-ჯერ შარ­დავს, ძი­რი­თა­დად დღი­სით. ნორ­მა­ში მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი დღე-­ღა­მე­ში 700 მი­ლი­ლიტ­რი­დან 2 ლიტ­რამ­დე შარდს გა­მოჰ­ყოფს, ჩვი­ლი – 250 მლ-ს. შარ­დის გა­მო­ყო­ფის მო­მა­ტე­ბა გუ­ლის­ხმობს, ერ­თი მხრივ, გა­მო­ყო­ფი­ლი შარ­დის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდას, მე­ო­რე მხრივ, ნორ­მა­ლურ მო­ცუ­ლო­ბას, მაგ­რამ მო­შარ­დვის სუ­რ­ვი­ლის გახ­ში­რე­ბას (გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა).
მი­ზე­ზე­ბი
გაზ­რდი­ლი მო­ცუ­ლო­ბა: ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შარ­დი წარ­მო­იქ­მნე­ბა: დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სითხ­ის და­ლე­ვის (პო­ლი­დიფ­სი­ა), შარ­დმდე­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან შარ­დმდე­ნი მოქ­მე­დე­ბის მქო­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (ალ­კო­ჰო­ლი, კო­ფე­ი­ნი) მი­ღე­ბის, სის­ხლში შაქ­რის შემ­ცვე­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის შე­დე­გად (მა­გა­ლი­თად შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­სას). უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რო­მელ­საც შარ­დის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა ახა­სი­ა­თებს ტვი­ნის ან­ტი­დი­უ­რე­ზუ­ლი ჰორ­მო­ნის (ი­გი­ვე ვა­ზოპ­რე­სი­ნი) მოქ­მე­დე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა ეხ­მა­რე­ბა თირ­კმელს სითხ­ის უკუ­შე­წო­ვა­ში. თუ იგი ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ან თირ­კმე­ლი მას­ზე სა­თა­ნა­დოდ არ რე­ა­გი­რებს, შარ­დის მო­ცუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა.
გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა: მო­შარ­დვის სურ­ვი­­ლის გა­ხ­­ში­რე­ბა შარ­დის სადღ­ე­ღა­მი­სო მოცუ­ლო­­ბის გაზ­რდის გა­­რე­­შე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შარ­დის ბუშ­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­­ბამ ან მას­ზე ზე­წო­ლამ. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ციაა (სგი). უფ­რო იშ­ვი­ა­თად გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე ან სხვა წარ­მო­ნაქ­მნი (საშ­ვი­ლოს­ნოც კი, ორ­სუ­ლო­ბის დროს), რო­მე­ლიც შარ­დის ბუშტს გა­რე­დან აწ­ვე­ბა, ამ­ცი­რებს მის ტე­ვა­დო­ბას და იწ­ვევს მო­შარ­დვის სურ­ვი­ლის გახ­ში­რე­ბას. შარ­დის ბუშ­ტის ბო­ლომ­დე დაც­ლის გაძ­ნე­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რი­ვი დახ­შო­ბის გა­მო (ხში­რად, გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის გა­დი­დე­ბის გა­მო), ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ხში­რი შარ­დვის მი­ზე­ზი.

შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა
ექი­მი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, იღებს თუ არა ადა­მი­ა­ნი შარ­დმდენ სა­შუ­ა­ლე­ბებს. ტკი­ვი­ლი ან წვა შარ­დვი­სას ინ­ფექ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე ბა­დებს ეჭვს. მა­მა­კა­ცებ­ში ექი­მი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალს გა­სინ­ჯავს ხელ­თათ­მნი­ა­ნი, ლუბ­რი­კან­ტი­ა­ნი თი­თით, სწო­რი ნაწ­ლა­ვი­დან. თუ ჯირ­კვა­ლი გა­დი­დე­ბუ­ლი­ა, ექი­მი და­ნიშ­ნავს სის­ხლის ანა­ლიზს (პროს­ტატ­სპე­ცი­ფი­კური ან­ტი­გე­ნი) და ზოგ­ჯერ წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ულ­ტრაბ­გე­რით კვლე­ვა­საც. რო­გორც წე­სი, შარ­დი მოწ­მდე­ბა მას­ში გლუ­კო­ზის (ეჭ­ვი შაქ­რი­ან დი­ა­ბეტ­ზე) ან ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის (ეჭ­ვი სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ზე) არ­სე­ბო­ბა­ზე. თუ­კი მი­ზე­ზი კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლოს სის­ხლსა და შარ­დში ელექ­ტრო­ლი­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის გან­საზღ­ვრა, თირ­კმლე­ბის, შარ­დსაწ­ვე­­თე­ბის ან შარ­დის ბუშ­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა, ულ­ტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა, მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა).
მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნია გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის აღ­მოფ­ხრა.

 

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights