სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVრა იწვევს მამაკაცის უნაყოფობას?

რა იწვევს მამაკაცის უნაყოფობას?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: როგორ ფასდება მამაკაცის შვილოსნობის ფუნქცია?

საუბრობს რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე:

„ეს პრობლემა თანაბრად ეხება ქალსაც და მამაკაცსაც. აღსანიშნავია ის მომენტი, რომ ხშირად ის ადამიანები, რომელთაც უშვილობის პრობლემა აქვთ, აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, მაგრამ მათ ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვან სიმძიმეს უქმნით არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ფსიქოემოციური თვალსაზრისითაც. ეს მნიშვნელოვანი სიმძიმეა მატერიალურადაც. იმისათვის, რომ მათ მიიღონ ეს სამსახური რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მოითხოვს სხვა ძალისხმევასაც.

მამაკაცებში უშვილობის პრობლემის შეფასება ძალიან მარტივად შეგვიძლია სპერმის ანალიზის შეფასებით. როდესაც არის უარყოფითი შედეგი, აუცილებლად უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევის ჩატარება, რადგან სპერმა ძალიან ცვალებადია.

ყველაზე მძიმე შემთხვევა ეს არის სპერმაზოიდების არარსებობა სპერმარულ სითხეში. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გამოვრიცხოთ თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიები, მაგალითად კლაინფელტერის სინდრომი, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში გადატანილ ინფექციებს და რა თქმა უნდა, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, რომლებიც ძალიან ხშირად იწვევენ სპერმის გამოტანის სადინარების დახურვას.

ოლიგოსპერმიის დროს გვაქვს სპერმაზოიდების როგორც ხარისხობრივი ფუნქციური, ასევე რაოდენობრივი ცვლილებები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად ძალიან დიდი როლი აქვს სხვადასხვა ენდოკრინულ ფაქტორებს.

სქესობრივი ფუნქცია რომ განხორციელდეს, რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზებას ჭირდება ჯანმრთელი მამაკაცი ჯანმრთელი სქესობრივი ფუნქციებით. ძალიან ხშირად სქესობრივი დისფუნქცია ხდება უშვილობის მიზეზი

ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ჯანსაღი სქესობრივი ურთიერთობა. ითვლება, რომ ორ დღეში ერთხელ სქესობრივი კონტაქტი არის საუკეთესო იმისთვის, რომ მოხდეს ორსულობის დადგომა.

ეკოლოგიური ფაქტორები, ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მამაკაცის უშვილობაზე. დღეს ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციის რეკომენდაცია უშვილობასთან მიმართებაში მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ალკოჰოლი, სიგარეტი, კვების ხასიათი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას…“

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი - ყვე­ლა ის ფუნ­ქცი­ა, რო­მელ­საც ნორ­მა­ში ორი თირ­კმე­ლი ას­რუ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა ჯან­მრთელ­მაც შე­ას­რუ­ლოს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights