ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
მთავარიბლოგი„ესენი არიან მავნებლები! – ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!“ – გიორგი ფხაკაძე

„ესენი არიან მავნებლები! – ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!“ – გიორგი ფხაკაძე

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის შესახებ საუბრობს:


„ყველა კათოლიკეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან დიდი დღესასწაულია.

აღარ ვაპირებდი ვაქცინაციაზე საუბარს, უკვე დავიღალე ამაზე საუბრით. რასაც ვამბობ, 2-3 თვეში ხდება.

მე ვთქვი, სისულელეებს როგოც კი დავინახავ, აუცილებლად ვილაპარაკებ.“


მისი თქმით, საქართველოში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინის საკითხი ვერ დაალაგეთ, რა ჩინური ვაქცინის შემოტანაზეა ლაპარაკი, რომელი კვლევების საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, ფეისბუქის კვლევების საფუძველზე?!


„არაპროფესიონალიზმი მესმის, მაგრამ ასეთი დონის მავნებლობა რა უბედურებაა?

ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერში ფულის გაკეთება, აფერისტობა. ხალხნო, არ შეიძლება, რა!

ამოვიდა ყელში, კორუმპირებული ხალხის და არაპროფესიონალების ბუდეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გაანადგურეთ ქვეყანა, – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, გეუბნებით, იწყება მესამე ტალღა, მაგრამ არა,- მიდის ქეიფი და მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით.

პირდაპირ ვეუბნები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ხართ ძალიან პატივცემული ხალხი, ყველა ვართ კოლეგები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გავიგეთ, რომ კორუმპირებულები ხართ, ქვეყანაში ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ყველამ ყველაფერი იცის!

ერთი თხოვნა მაქვს, ამ სისულელეებს ნუ აყვებით!

თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოების კონტრაქტი, სად არის მწარმოების კონტრაქტი?


„მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს!

ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია!

გადასაყრელი ფული გაქვთ? – კი ბატონო, იყიდეთ! იმის მაგივრად, 100-100 ლარი დაურიგოთ მოსახლეობას, ამ სისულელეებზე ხარჯავთ ფულს!

დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!

მე, რაც ინფორმაციული კამპანია მაქვს გაკეთებული ვაქცინასთან დაკავშირებით, არც ერთს არ გაგიკეთებიათ!

ამბობენ, ძლიერი მარეგულირებელია უნგრეთი, ვინ არის უნგრეთი?! კორუმპირებული, განადგურებული, ადამიანის უფლებები არ არის, ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ!

საფრანგეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? გერმანიის მაგალითს რატომ არ იღებთ? ბრიტანეთის მაგალითს რატომ არ იღებთ?

უნგრეთი და ზიმბაბვეა შენთვის მაგალითი?

ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.

მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არა მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!

მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც არ არის პოლიტიკაში და ბიზნესგარიგებებში გარეული. პოლიტიკოსებიც ხმას ვერ იღებენ, იმიტომ რომ გარეულები არიან ბევრ რამეში და ბოლომდე მაინც ვერ ლაპარაკობენ!

გამოდიან ყოფილი მინისტრები და ჭკუას გვარიგებენ. როცა იყავით თანამდებობებზე, მაშინ მიგეხედათ საქმისთვის! რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ვინც მართალია, ის თავის თავზე არ მიიღებს ამას.

ქვეყანა გაანადგურეს. ჰგონიათ, რომ გიორგი ფხაკაძე გაჩუმდება. საავადმყოფოების აკრედიტაციას მაინც გავაკეთებ, ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და აუცილებლად გავაკეთებ. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ. განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეს არის მავნებელი ორგანიზაცია. ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რაც მაგათ ჩაიდინეს, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!

ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მაქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებთან, ვეხმარები და რჩევებს ვაძლევ, დამირეკეთ და შემეკითხეთ! ჯანდაცვის სამინისტრო მიკავშირდება, პრემიერ-მინისტრი მიკავშირდება, თანამდებობის სხვა პირებიც მიკავშირდებიან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ისეთი ჭკვიანები არიან, არ მიკავშირდებიან, იციან, რომ ღიად ვამბობ სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ არიან მართლები. საქართველოში მათ ვერავინ ეწინააღმდეგება.

მთავრობა ამბობს, რომ ძლიერი მარეგულირებლის მიერ არის ვაქცინა აღიარებული. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? რემდისივერის შემოტანაზე როცა საუბრობდნენ, ამბობდნენ, ამერიკის წამლის სააგენტომ თქვა, უნდა შემოიტანოთო. მაქვს შეკითხვა, ასტრაზენეკას ვაქცინა ახლაც არ არის დარეგისტრირებული ამერიკაში, ამერიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით ხალხი არ იცრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს. მიპასუხეთ, ეფდიაის რეკომენდაცია არის თუ არა ძლიერი? თქვენ გგონიათ, ხალხს ინტერნეტი არა აქვს?

მე ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ, ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე! რასაც მე ვაკეთენ, ნეტავ თქვენ აკეთებდეთ ამის 10%-ს. თქვენგან განსხვავებით მე არაფერს არ ვითხოვ, თანამდებობა არ მინდა, არ მაინტერესებს, პოლიტიკა არ მინდა და არც მაინტერესებს, არც ბიზნესი მაინტერესებს, შეიგნეთ!

ახლა საქმეს ვაკეთებ ჩემი რესუსრებით, ქრთამიც არ ამიღია ცხოვრებაში, სხვებისგან განსხვავებით!

ყველა სამსახური გამოცდების ჩაბარებით, ტესტირებებით მაქვს დაწყებულია, ასე მაქვს მიღებული ყველა თანამდებობა!

საქართველოში რომელ ექსპერტს უნდა ველაპარაკო? – კორუმპირებულს?!

ქვეყანაში არის ორი პრობლემა, – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია! კონცეტრირებული უნდა იყოთ ამ ორ პრობლემაზე!

კანადაში და საფრანგეთში 55 წლის ქვემოთ მოსახლეობას ასტრაზენეკას ვაქცინას არ უკეთებენ, გარმენიაში აკრძალულია 60 წლის ქვემოთ მოსახლეობის ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა.

გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!

სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“.

ვაცხადებდი, მესამე ტალღა დიდი ხანია დაწყებულია, ორი კვირის წინ დაიწყო. ყველა ზომაა მისაღები. ხომ ვამბობდი, აპრილში იქნება მესამე ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. მე თუ ვიცი, საფრანგეთიდან, რაც ხდება საქართველოში, იმათ არ იციან?

ვინ არის ამაში დამნაშავე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან უნდა წასულიყვნენ პენსიაში, უნდა გადამგდარიყვნენ ხელმძღავენლობაც, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ამაზე პასუხისგებელი. მე ვამბობ სიმართლეს. რაც მოხდება არასწორი, ვიტყვი მაშინვე. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ვერ გამაჩუმებთ, სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. არ გავჩერდები! პირბადეებზე ფასის დაწევა ვერ მოინელეს, რაც გავაკეთე! ახლა ვაქცინით უნდა გააკეთონ ფული!

რაც პანდემია დაიწყო, რამე ტყუილი ვთქვი და არ მოხდა ჩემი ნათქვამი?

ამ მთავრობას საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თქვენი არ სჯერა მოსახლეობას!

ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.

იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. შენ როცა გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში მესამე ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო.

ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუილებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ,ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ხეზე კვეთის ოსტატი მიხეილ ოდიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისიდან.

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights