ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ყოველ 5-6 თვეში არის ხელახლა გასაკეთებელი ვაქცინის ახალი დოზა“-გიორგი ფხაკაძე

„ყოველ 5-6 თვეში არის ხელახლა გასაკეთებელი ვაქცინის ახალი დოზა“-გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ვაქცინაცია ნიშნავს, როცა 4 მილიონი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ სწრაფად აიცრას ყველა. ვაქცინაციის პროცესში ყოველ 5-6 თვეში არის ხელახლა გასაკეთებელი ახალი დოზა. ხომ ვიცით ეს, რატომ ატყუებთ ხალხს?! ვინც გადაიტანა კოვიდი, 5 თვის მანძილზე არიან დაცულები, მეექსვე თვეს უნდა გაიკეთოთ ერთი დოზა, მეორე დოზა აღარ გჭირდებათ. ეს არის ევროპული სტანდარტი. 5 თვის შემდეგ ხელახლა უნდა გაიკეთოთ ერთი დოზა. ეს არის ფაქტი.

200 ვაქცინიდან სამს აქვს ჯანმოს პრეაკრედიტაცია. გადასარევი არც ერთი არ არის. ყველა ვაქცინა ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია. რისკები, რა თქმა უნდა, არის.

ბრიტანეთში, ბოლო რამდენიმე დღე კოვიდისგან არავინ გარდაცვლილა“.

ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ვაქცინების გაკეთება „ჩაწყობის” საფუძველზე ხდება, ადამიანები, ვინც ამბობდნენ ვაქცინაზე უარს, პირველები ისინი იკეთებენ მას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights