ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიბლოგი„გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა ყველა შეზღუდვის მოხსნის“-გიორგი ფხაკაძე

„გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა ყველა შეზღუდვის მოხსნის“-გიორგი ფხაკაძე

06/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. „სინოვაკის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა აზერბაიჯანში.
ჩინეთს აქვს ხუთამდე ვაქცინა. აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი – „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში. ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება, მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი თუ აიცრება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა მასმედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას, რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, დღეს ეპიდემიის დამთავრების სხვა იარაღი ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

„გისურვებთ ჯანმრთელობას, იყავით კარგ ხასიათზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გისურვებთ გამძლეობას!

პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის გამოსვლას მოვუსმინე, ჩემთვის ნათელი გახდა, როგორც თეთრი და შავი, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან გვაქვს წნეხი, ახლა კიდევ ჩინეთიდან წამოვიდა წნეხი.“


მისი თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, – ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, ეს საჯაროდ თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღეს კი დავინახეთ სულ სხვა სურათი.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა.


„ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა. ვაქცინა რომელიც ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ არის გაკეთებული, ყველა ინფორმაცია არის საჯარო, ყველა ინფორმაცია არსებობს. როგორც კი რაიმე უკუჩვნება (ქავილი, გაწითლება) დაემართება ვაქცინის შემდეგ ადამიანს, მაშინვე რეგისტრირდება, ყველაფრის გასარკვევად.

არის კიდევ მართლა ძლიერი მარეგულირებლის მიერ დარეგისტრირებული ვაქცინა.

ქვეყანაში შემოიტანეს ჩინური ვაქცინა, რაც პრინციპში სწორიც არის, შემოტანა არ არის პრობლემა. ისრაელი და აშშ-იც ასე მოიქცა. აშშ-ში შეტანილია 170 მილიონი ასტრაზენეკას ვაქცინა, მაგრამ ასტრაზენეკას ვაქცინა არ არის რეგისტრირებული ამერიკაში. საწყობში აქვთ და ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისრაელიც ასე მოიქცა, შეიტანეს ფაიზერისდა მოდერნას ვაქცინა და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, მანამდე დასაწყობებული იყო.

როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინსტრომ თქვა, რომ შემოიტანდნენ და დაასაწყობებდნენ, სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ უსაფრთხოა, შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მინდა ვისაუბრო იმ 82 მავნებელ ორგანიზაციაზე თუ ადამიანზე, ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოში ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მთელი უბედურება დევს ამ დოკუმენტში, „სადღეგრძელოები“ რომ არის დაწერილი. იქ არის ერთი პუნქტი, სადაც მითითებულია, – ძლიერი მარეგულირებლის მიერ და არ არის მითითებული, რომელი ძლიერი მარეგულირებელია. ზიმბაბვე რატომ არ არის ჩადებული, მე ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად ვიცნობ. მაქვს შეკითხვა, რატომ არის მითითებული რომელი ძლიერი მარეგულირებელია?!

ახლა აღმოჩნდა, თურმე უნგრეთი არის ძლიერი მარეგულირებელი და საფრანგეთი არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! გერმანია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ხომ ხვდებით, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე?!

ის 82 ადამიანი, ვიცი რომ მიყურებს და მისმენს, თუ არ მიყურებენ, გეტყვიან რასაც ვამბობ, ხომ იცით, რომ თქვენ ხართ მავნებლები, ყველა, ვინც მონაწილეობდით ვაქცინაციის გეგმის შედგენაში, თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული!

არ ვარ პოლიტიკოსი, რატომ მაიძულებთ, გიორგი ფხაკაძე გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს! – არ გავაკეთებ და პოლიტიკაში არ ჩავერთვები თქვენს ჯინაზე, ვერ ჩამითრევთ!

დიდი დღესასწაულია კათოლიკურ სამყაროში, აღდგომის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩაკეტილია საფრანგეთი.

მე ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩინური ვაქცინა როცა შემოიტანეს, ვთქვი, რომ გაგიჟდნენ და ვთქვი, რაც იყო სათქმელი!

არ უნდა ჩავერიო საქართველოს ვაქცინაციის პროცესში, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი კორუფაცია, ამდენი ვითომ პოლიტიკოსობა და ვითომ პატრიოტიზმი, ამ ყველაფერმა დაღუპა ეს ქვეყანა!“


მისივე თქმით, ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები! – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი!


„ახლა, საქართველოში ექსპერტებს აქვთ ძალიან კარგი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად ექსპერტები არიან თუ არა! ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!

გადახედეთ, რა ხდება ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით ლათინო ამერიკაში, გადახედეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორც ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუ ცოტა ინგლისური იცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მე მაკრიტიკებთ და მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ. ახალგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყველა რანგის ყოფილი ჩინოვნიკები, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის! ჩემი სათქმელი მე ვთქვი! თუთიყუშივით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ! ახლა გამოდით და მოსახლეობას აუხსენით, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით! გაიჭედებიან, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა თქვან! რა საქმეებია დალაგებული, ვინ იყიდა და რატომ იყიდა, ვინ აიძულა, რატომ გადავიხადეთ ხუთჯერ უფრო მეტი, თქვით! პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ახსენით, ეს რატომ ხდება!

ვატყობ, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ კუთხით! როგორ შეიძლება ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალო?!

თქვენ ხართ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ე.წ. ექსპერტები!

მე მაინტერესებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ საქართველოსათვის, ვაკეთებ იმას, რაც ვერავინ შეძლო! პირბადეების ფასი ხომ დაგიწიეთ! პირბადეების ხარისხი რომ აგიწიეთ! ხომ გაკეთდა ეს საქმე!

ქვეყანაში ვაქცინის საკითხი ვერ მოაგვარეთ!“


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ დღეში ათას ადამიანზე მეტი წერს.


„ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

ფაიზერის ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი. ასტრაზენეკას ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერი მარეგულირებელი, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტეს, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენონ ასტრაზენეკას ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენონ. გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ ფაიზერის ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს ფაიზერის ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, ფაიზერის ვაქცინა საუკეთესოა!

ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!

ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი!

თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!

გახსოვდეთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი თუ ვინმე გაიძულებთ, უჩივლეთ სასამართლოში! ძალიან თუ გაიძულეს, მართლა რევოლუაცია უნდა მოაწყოთ!

არავის აქვს უფლება თქვენს ჯანმრთელობაზე აწიოს ხელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!

მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!

ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!

ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!

ეს ქვეყანა გაყიდულია!

რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!

იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!

ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!

ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!

ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!

ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!

კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!

თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!

საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!

„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!

მოდით ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, ფაიზერს, ასტრაზენეკას, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშია.

რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!

ქვეყანაში პირბადეების საკითხი ვერ დაალაგეთ და ვაქცინის ხარისხს დაალაგებთ?!

ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!

ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!

ქვეყანაში დაწყებულია მესამე ტალღა, ქვეყანა ჩასაკეტი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ!

გადაწყვეტილებები ჩაკეტვასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რატომ არის ეს გაკეთებული!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მე რომ ვყოფილიყავი, გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყველა შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ შეზღუდვებზე თქვენით მანიპულაცია გააკეთონ, ისინი არიან ყველაზე დიდი მავნებლები!

რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!

ძალიან, ძალიან მიყვარხართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს! თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა
„უკვე ცნობილია, „სინოფარმი“ აპრილის შუა რიცხვებში ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას, ეს საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდული. ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი, ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. საქართველოს ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა აქვს.
ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს, დამატებით ვიმსჯელებთ, რა იქნება მიდგომა. ასევე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება, ვაქცინაციის საბჭოს ვგულისხმობ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights