სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიარაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ დაგვერხა, თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე

არაფერი გვაქვს ქვეყანაში, რომ ეპიდემია შევაჩეროთ დაგვერხა, თან მაგრად – გიორგი ფხაკაძე

28/02/2021



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე, არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში“.

გიორგი ფხაკაძე CNN-ის ერთ-ერთ სტატიასაც აზიარებს, რომელშიც ჩეხეთში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა ლაპარაკი.

სტატიაში ჩეხეთის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი მიუთითებს სამ გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია გამოიწვია.

„პირველი შეცდომა არის ის, როდესაც მთავრობამ უარი თქვა ზაფხულში პირბადის სავალდებულო ტარებაზე, მეორე, როდესაც გადაწყვიტა შობის წინ მაღაზიების გახსნა და მესამე, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა რეაგირება იანვრის დასაწყისში ვირუსის ახალ ვარიანტზე. ეს სამი დიდი შეცდომა იყო და ახლა, ჩვენ მხოლოდ ვლოცულობთ, რომ მეოთხე არ მოხდეს”, – ამბობს ეპიდემიოლოგი. „აგერ ბატონო, ფხაკაძე გაფრთხილებთ მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლანძღავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ თუ რა ხდება ჩეხეთში. თავის მოტყუება რატომ გვიყვარს, მართლა ვერ გავიგე. დავიღალე ოღონდ მართლა. არაფერი არ გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისებლური მორწმუნეობა და ყველაფერი შეფუთვა პოლიტიკურ ფერში, დავიღალე.

P.S: დაგვერხა თან ძაან მაგრად“,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.gmtv.ge/?p=86970

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Health expert Dr Giorgi Pkhakadze: I can see increased mortality (death)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights