ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიბლოგი„ვინც აკრიტიკებთ გიორგი ღოღობერიძეს… გახსოვდეთ, – არსებობს სინდისი“- გიორგი ფხაკაძე

„ვინც აკრიტიკებთ გიორგი ღოღობერიძეს… გახსოვდეთ, – არსებობს სინდისი“- გიორგი ფხაკაძე

08/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„დიდი მადლობა თქვენი წერილებისთვის, კომენტარებისთვის, გამოხმაურებისთვის. იმედი მაქვს, ის ინფორმაცია, რომელსაც ჩემს ფეისბუქგვერდზე ვდებ, თქვენთვის პრაქტიკული და საინტერესოა.

ამ ბოლო დროს იმდენი ლანძღვა და ნეგატივი წამოვიდა ჩემი მისამართით, სიმართლე გითხრათ, ცოტათი დამთრგუნველიცაა. სისულელეებს წერენ, შეკვეთილი სტატიები და ა.შ., შევეჩვიე კიდეც, მაგრამ დღეს ერთი პატარა ლაივი მინდა ჩავწერო იმაზე, რაც ძალიან მომხვდა გულზე და ეს ჩემს შესახებ არ არის;


მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ და თურმე სადა ხარ?! ინტერნეტში გადავაწყდი ნეგატიურ პოსტებს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიურ კოლეგაზე, გიორგი ღოღობერიძეზე. არ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს და იმას, თუ ვინ დაწერა, უნებლიეთ ტირაჟირება რომ არ გავუკეთო ამ შურიან პასკვილს. ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ!

გასაგებია, ახალგაზრდა როცა ხარ, შეიძლება, რაღაც შეცდომა დაუშვა, ეს ნორმალურია. შეცდომას ყველა უშვებს, მეც, ამხელა გამოცდილებისმქონე. შეცდომა ადამიანურია.

მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს. ფაქტიურად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას. ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!


ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ქვია ამას!

მეგობრებო, სისულელეებს ნუ აჰყვებით. შეცდომები ყველას მოსდის, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. შეიძლება, ახალგაზრდას რაღაც გამორჩეს ან ინფორმაცია სხვანაირად გადმოსცეს, არაა პრობლემა. რატომ იმას არ უყურებენ, რამდენ პოზიტიურ და საჭირო ინფორმაციას ავრცელებს ღოღობერიძე?! საზოგადოებას ანათლებს.

მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!

გიორგი ღოღობერიძეს არანაირი მხარდაჭერა არ სჭირდება, ძალიან ძლიერი ადამიანია, ამ მტრობასაც გაართმევს თავს, როგორც დავინახე, სწორად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ვერ მოვითმინე, არ მეთქვა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვუმტროთ, ჯობს, მხარში ამოვუდგეთ. როცა სხვას უთხრით მიწას, ამით საკუთარ თავს უთხრით სინამდვილეში. თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, ხელი უნდა შევუწყოთ, გასაკეთებელი კი ამ ქვეყანაში იმდენია, ყველას ეყოფა – გააკეთეთ! არაა საჭირო ნეგატივი.

იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში“, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის.

გახსოვდეთ, 100%-იანი მედიცინა არ არსებობს. მედიცინა არის 90%, 10% შეცდომებია. ასევე, როცა რაღაცას წერთ, გახსოვდეთ, – არსებობს სინდისი“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights