ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ქართულ-ჯიგრული პონტი“ დამახინჯებულია, თორემ თავისი არსით კარგი…“ – გიორგი ფხაკაძე

„ქართულ-ჯიგრული პონტი“ დამახინჯებულია, თორემ თავისი არსით კარგი…“ – გიორგი ფხაკაძე

21/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ეს ლაივი არის ჩემი მეგობრებისთვის. მე მინდა, ჩემი მეგობრები იყვნენ უსაფრთხოდ, კარგად და ჯანმრთელად! ვინმეს არ მოგწონთ?! ღმერთმა დამიფაროს, ყველასთვის ვიყო „კარგი ბიჭი“. ყველასთვის კარგი თუ ვარ, ე.ი. მაგარი „დამპალი“ ტიპი ვარ.

ყველასთვის კარგი ვერ იქნები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პატარაა, იმდენი პრობლემა გვაქვს და ამ დროს მილიონები წყალში გადაყარეს. იქ კორუფცია, იქ უსარგებლო სიპები და ა.შ. გადადეთ ეს 200 მილიონი, იყიდეთ რაგი ვაქცინა და მორჩება!

კოვიდი ვერაგია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ქვეყანაში რთულია. მოსახლეობის 30%-ზე მეტი ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანს უკვე აქვს პოსტკოვიდური პრობლემები.

მეც ვიკეთებ „ფაიზერის“ ვაქცინას, 14 ივნისს, მინდა, დამთავრდეს ეს პანდემია, ამუშავდეს ბიზნესი, დავიწყოთ აქტიური ცხოვრება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ დავიწყეთ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინების გაკეთება. არ გვაქვს ფუფუნება, გოგლი-მოგლი გავიკეთოთ.

მე მგონი, პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, ვინ ვინ არის.

საქართველოში განსაკუთრებით, ადამიანური ურთიერთობებია მთავარი. აი, მე რომ მკითხო, ეს „ქართულ-ჯიგრული პონტი“ დამახინჯებულია, თორემ თავისი არსით კარგი რამეა. კარგია, რომ ქართველები ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთი გაგვაქვს,…ესაა ჩვენი განსხვავებულობა. მოვეფეროთ ერთმანეთს და გადავატანინოთ ეს მძიმე დრო“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საინტერესო ინფორმაცია - მკვლევარებმა გამოავლინეს #პროტეინების #ბიომარკერი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights