სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„თქვენს ირგვლივ რა ხდება, ნახეთ… რა გავაკეთეთ, ეს რომ არ მომხდარიყო?“ –...

„თქვენს ირგვლივ რა ხდება, ნახეთ… რა გავაკეთეთ, ეს რომ არ მომხდარიყო?“ – გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძეს

06/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში “დელტა პლუსის” 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ამაზე როდის ვაფრთხილებდი ყველას … რა გავაკეთეთ, ეს რომ არ მომხდარიყო?- არაფერი!
კომენტარები არ არის საჭირო. დაეკითხეთ საკუთარ თავს და თქვენს ირგვლივ რა ხდება, ნახეთ,” – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმაძნაძის ინფორმაციით, -„საქართველოში “დელტა პლუსის” 10 შემთხვევა ფიქსირდება. თბილისსა და ბათუმში დადასტურებული შემთხვევებიდან, თითქმის ყველა დელტა შტამია, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, აქტიური შემთხვევებიდან 80 % დელტა არის ყველგან, ხოლო ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევა ფიქსირდება“.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 016-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 780 პირს დაუდასტურდა, 2 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
5 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ეს ვირუსი გადავიტანოთ როგორმე. ახლა არეულობაა ქვეყანაში, უბედურებაა და ახლა აწყობენ ამ მიტინგებს?“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights