24/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო.
აუცილებლად გასათვალისწინებელი რეგულაციები:
„ვაქცინაცია „ფაიზერი“ 12 წლის ასაკიდან;
ბუსტერი („ფაიზერის“ მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის;
სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში)
ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება, დისტანციის დაცვა;
კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (მთლიანი ლოქდაუნია საჭირო, მაგრამ ჩემს გარდა ვერავინ გაბედავს ამის თქმას);
სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე;
კოვიდსაშვების ამოქმედება;
ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიან. ყველა „არგამოყენებული“ რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დროებით მართვაში 2 თვით. ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“, -წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе