სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიინფორმაცია აცრილებისთვის – „საკმაოდ სასიხარულო ამბავია… მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები“

ინფორმაცია აცრილებისთვის – „საკმაოდ სასიხარულო ამბავია… მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები“

25/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინოვაკით აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

„საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.

პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები

შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).

დასკვნა:


  • საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო

  • საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)

  • საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)

  • მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი

აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე.

არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული,” – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Пхакадзе: Нужно привезти вакцину в Тбилиси, Кутаиси, а потом в Ланчхути – вы это можете представить
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights