16 ნოემბერი, 2021
„აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:
„კარგი და საინტერესოა, მაგრამ …..
კანონში/ ბრძანებაში გვინდა მხოლოდ ერთი ჩანაწერი:
წამალი, რომელიც არის რეგისტრირებული საქართველოში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში
დიახ, ბებო მარო რომ მივა ხულოს აფთიაქში და დასჭირდება ნებისმიერი (ქიმიოთერაპიული წამლების ჩათვლით) მედიკამენტი, მან უნდა მიიღოს წამალი მაქსიმუმ 24 საათში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხულოს აფთიაქში
ეს ერთი ჩასწორება გაზრდის კონკურენციას, გაზრდის ხელმისაწვდომობას, გაზრდის ხარისხს და, რა თქმა უნდა, დასწევს ფასსეს არის მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული ფაქტი (ფხაკაძეს შეეკითხეთ ხოლმე, სხვა ქვეყნებს ვეხმარები ამგვარი გამოწვევების მოგვარებაში)“, – წერს
ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:
„წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთია. აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად სამინისტრო აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია, ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს, აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებაში. დღეიდან, ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით”.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა:
„სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანი სწორედ, მომხმარებლის მხრიდან, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.“
—
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
—
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil