ორშაბათი, აპრილი 7, 2025
მთავარიბლოგი„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს…“

„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს…“

27 იანვარი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს:

„მე სრულიად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, – საქართველოში თურქული ფარმაცევტული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს, – იმპორტიორებისადმი მოწოდებით, შემოიტანონ მედიკამენტები, პრობლემა ვერ გადაიჭრება, ჩაკეტილ წრეს ვერ გაარღვევს. ასევე ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით მსჯელობს, ჩვეულებრივი კომუნისტური გადმონაშთია და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. პირდაპირ ვაცხადებ, ეს საბჭო ფარსია და მათ პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს.

ჩამოვაყალიბებ, რა არის გამოსავალი:
1. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა – თოთოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პირადი ელექტრონული ბარათი. მე, გიორგი ფხაკაძეს, უფლება რომ მომცეთ, ქვეყანაში ამ ბარათს სამ თვეში დავნერგავ, სახელმწიფოში არსებული რესურსების საფუძველზე, ზედმეტი ტენდერების და ფინანსური დანახარჯების გარეშე. სამ თვეში ყველა სამედიცინო დაწესებულება უნდა გადავიდეს პაციენტის ელექტრონულ ბარათზე. მე ეს ბევრ ქვეყანაში განმიხორციელებია.

2. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, თურქეთში დარეგისტრირებული მედიკამენტები საქართველოში ავტომატურად იქნება დარეგისტრირებუ;ლი. ეს უპრეცედენტო და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც დღემდე არავის გაუკეთებია. მადლობა მას ამისთვის, მაგრამ, ვიმეორებ, პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი, სავარაუდოდ, კორუმპირებული პირების მიერ, რომლებსაც მხოლოდ პირადი მოგება აინტერესებთ და არა ჯანდაცვის სისტენის და ქვეყნის განვითარება. პრემიერის ზემოთაღნიშნულ ნაბიჯს ერთი პატარა, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი უნდა დაემატოს – უნდა განხორციელდეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონში ჩაემატოს შემდეგი წინადადება: „საქართველოში რეგისტრირებული წამალი ქვეყნის ნებისმიერ აფთიაქში ხელმისაწვდომი უნდა იყოს“. თავიდან, ბუნებრივია, იქნება გარკვეული ლოჯისტიკური პრობლემები, მაგრამ ამის მოგვარება შეიძლება. მოქალაქეს უნდა შეეძლოს, მისთვის გამოწერილი მედიკამენტი ნებისმიერ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში მიიღოს. ეს სისტემა არის აუცილებლად ასაწყობი და ის მედიკამენტებს გააიაფებს.
პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას სჭირდება არაკორუმპირებული ტექნიკური სამედიცინო ექსპერტები, რომელიც პროცესების სწორად წარმართვაში დაეხმარებიან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჯანდაცვის მინისტრის ირგვლივ მე ასეთ მიუკერძოებელ და პროფესიონალ ექსპერტებს ვერ ვხედავ. ჩანს, რომ მრჩევლებად არიან სხვადასხვა ბიზნესინტერესებში ჩართული პირები, რომლებიც პრემიერის ინიციატივას საფრთეს უქმნიან.
მე ვფიქრობ, მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ჯერ ის სისტემაა ასაწყობი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. მეორე ეტაპზე კი ან პრემიერმა, ან პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ფარმაკომპანიებისთვის განისაზღვროს მაქსიმალური ზღვრული მოგება, რომლის ზემოთ ისინი ფასის მომატებას ვერ შეძლებენ. ეს მოაგვარებს საქართველოში მედიკამენტებზე არსებული არარეალური ფასნამატის პრობლემას.

3. ცვლილებების შემდეგი ეტაპი გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაციას. პატარა, 3 მილიონიან ქვეყანაში 471 მულტიპროფილური საავადმყოფო არ გვჭირდება. რეალურად, ეს კლინიკები არიან წურბელები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსებით იკვებებიან და ჯანდაცვის სისტემას ანადგურებენ. ექიმებს აქვთ დაბალი ხელფასები, რაც მათ აიძულებს, რამდენიმე ადგილას იმუშაონ, რაც თავის მხრივ ეფექტურობას ზიანს აყენებს.
კერძო კლინიკები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. რაც შეეხება სახელმწიფო საავადმყოფოებს, წინა ჯანდაცვის მინისტრმა დაიწყო საინტერესო რეფორმა, რომელსაც ბოლომდე მიყვანა სჭირდება. რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებების ოპტიმიზაცია. ყველა რეგიონში უნდა იყოს ერთი ძლიერი სახელმწიფო საავადმყოფო, თბილისში – 2 ან 3. რეფერალურ საავადმყოფოებში სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ჩადებული მაქსიმალური რესურსი და ინვესტიცია. იქ უნდა იყოს საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო მედპერსონალი, საუკეთესო შრომის ანაზღაურება და ა.შ.. ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისებს ძირითად მაინც სახელმწიფო აფინანსებს და ეს სახელმწიფო ფული უმჯობესია, არა კერძო კლინიკების მმართველების კოლოსალურ ხელფასებში, არამედ სახელმწიფო საავადმყოფოების განვითარებაზე დაიხარჯოს.
სახელმწიფომ კლინიკებისთვის მინიმალური სტანდარტები მაინც უნდა დააწესოს და სახელმწიფო საავადმყოფოებს მკურნალობის საუკეთესო სტანდარტები უნდა ჰქონდეთ. გარკვეული მიმართულებებით უნდა არსებობდნენ კერძო კლინიკებიც, მაგრამ მოსახლეობას ძირითადი სამედიცინო სერვისები სახელმწიფო საავადმყოფოების მეშვეობით და აუცილებლად მაღალი სტანდარტებით უნდა მიეწოდოს. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დაფინანსება ჯერ უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფო საავადმყოფოებში და შემდეგ – კერძო კლინიკებში, აუცილებლობიდან გამომდინარე.

4. ხარისხი – ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ინიციატივა, რომელიც მე წამოვიწყე და გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია, რომელშიც არ იქნება გარეული არც კერძო და არც სახელმწიფო ინტერესები. ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს, აუცილებლად აკრედიტირებული უნდა იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მხოლოდ იმ საავადმყოფომ უნდა მიიღოს, რომელსაც მიღებული აქვს დამოუკიდებელი აკრედიტაცია. ამით ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხი. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს გულისხმობს ექიმების უწყვეტ სამედიცინო განათლებას, ინფექციის კონტროლს და ა.შ.. ამ სტანდარტების მინიჭებაში სახელმწიფო არ უნდა გაერიოს, რადგან პრაქტიკამ გვანახა, რომ ეს არ მუშაობს.

ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საჭირო იქნება დარგობრივი ასოციაციების ფუნქციონირების გარკვეულწილად გადახედვა, ასოციაციების რეაკრედიტაცია უნდა მოხდეს, რის შემდეგაც მათ გარკვეული ბერკეტები უნდა მიეცეთ. მედიცინის თითოეულ დარგში თითო ასოციაცია უნდა იყოს, რომელშიც იმ დარგის სპეციალისტები გაერთიანდებიან მმართველობის არჩევითი პრინციპით. სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციებმა უნდა იმუშაონ სტანდარტების შემუშავებაზე. ასევე ამ ასოციაციებმა უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები, რამდენი ექიმი სჭირდება ამა თუ იმ დარგში ქვეყანას. უნდა მოხდეს ფუნქციების დელეგირება და უნდა არსებობდეს ერთობლივი ლიცენზია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამედიცინო ასოციაცია…“, –

განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




მასალის გამოყენების პირობები
author avatar
admin
  პაციენტის გზა ინ ვიტრო განაყოფიერებამდე...
მსგავსი სიახლეები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს

ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის გაძლიერებას გეგმავს

7 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights