ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: „მწარე სიმართლე ასეთია: „არ დამთავრდა, კოვიდი დამარცხებული არ არის…“

გიორგი ფხაკაძე: „მწარე სიმართლე ასეთია: „არ დამთავრდა, კოვიდი დამარცხებული არ არის…“

12 აპრილი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
-„მწარე სიმართლე კი ასეთია დღეს 12/04/2022:

კოვიდ პანდემია არ დამთავრდა
კოვიდი დამარცხებული არ არის
კოვიდის ახალი აფეთქება ივნის/ივლისში იქნება საქართველოში
ვაქცინაციის შეჩერება კი არა, პირიქით, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის მე-4 დოზაზე უნდა გადავიდეთ, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების და 50-60 წელს გადაცილებულების შემთხვევაში.
ფაქტია: საქართველოს ჯანდაცვა არის არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის სახე!

ჯანმრთელობას გისურვებთ…“

გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

#drpkhakadze #კოვიდი


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა:

„კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა, მაგრამ 300 ინფიცირებული ერთი დღის განმავლობაში მაინც მაღალი მაჩვენებელია. რამდენიმე დღის წინ ერთი დღის განმავლობაში 6 გარდაცვლილი გვყავდა – ესეც ძალიან მაღალი ციფრია. აქედან გამომდინარე, საუბარი, – საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით ადრეა, სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებული გვყავს და გარდაცვალებულთ რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება. შესაძლოა, სიკვდილიანობა შესაძლოა გაიზარდოს.
პანდემიის დასრულებამდე შორს არის, არ შეიძლება პანდემიის დასრულებაზე საუბარი, მანამ ვიდრე დარწმუნებულები არ ვიქნებით, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს, ბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა.
ჯერჯერობით კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკები არსებობს, სანამ ასეთი რისკები არსებობს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა არ იქნება, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ნუ დაუჯერებთ, პრე და პოსტ ვაქცინაციის ტესტების და გამოკვლევების გაკეთებას რომ გთავაზობენ...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights