სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით მცირდება, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს...

„კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით მცირდება, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია…“

11 მაისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

-„ზოგადად, მსოფლიოში კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით 2022 წლის მარტიდან მცირდება და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% არის მიღწეული.
სამწუხაროდ, ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე დაბალია, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, იქ ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება (ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა).
სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების მე-5 ტალღა დაიწყო… ცნობისათვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 36% აარის აცრილი… და საქართველოში მხოლოდ 10%-მდე არის აცრილი (ფაიზერის 3 დოზით).
სავარაუდოდ, საქართველო სამხრეთ აფრიკის სცენარით წავა და არა შვეიცარიელი ან ფრანგული სცენარით … ოღონდ 1-2 თვის დაგვიანებით ანუ ივნის/ივლისში.
გამოვიყენოთ ეს 1-2 თვე, რომ მოვემზადოთ!
გავაძლიეროთ ვაქცინაცია ფაიზერით და შემოვიტანოთ მოდერნა.
მოვიმარაგოთ ჟანგბადი.
პირბადეების მარაგი არ შევამციროთ.
სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება/გადამზადება.
პროტოკოლების გადასინჯვა და ტრენინგების გაძლიერება.
მოსახლეობის ინფორმირება სწორი საინფორმაციო კამპანიით.
ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ….
ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze
Nearly 6 months after researchers in #SouthAfrica identified the #OmicronVariant, 2 offshoots of the game-changing #SARSCoV2 lineage are once again driving a surge in #COVID19 cases there.
Note that only 36% of the population have been vaccinated.
64% of the population are unvaccinated (NOT received a single #COVIDvaccine dose). Vaccination coverage matters!
#GetVaccinated #GetBoosted #VaccinesWork
https://www.nature.com/articles/d41586-022-01240-x



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას…“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights