ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები...“

„შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები…“

25/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


საქართველოში, ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა. ასევე, გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა.


უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე, ქვეყნებმა ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის პროგრესი განიხილეს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა ზეგავლენა იქონია COVID-19-მა ტუბერკულოზის მართვის შესაძლებლობებზე. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, შემუშავდა მომსახურების მიწოდების ალტერნატიული, უფრო ეფექტური და პაციენტზე ორიენტირებული მოდელები. განვითარდა ონლაინ სერვისები, ციფრული ტექნოლოგიები და ტელემედიცინა.


„პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა ტუბერკულოზზე რეაგირების პროგრამებს. თუმცა, პანდემიამდელ პერიოდში, ტუბერკულოზის პროგრამაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო COVID-19-ის ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის სწრაფად ჩამოყალიბებას და ეფექტური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას.


მიუხედავად კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველოში პროგრამა უწყვეტად გაგრძელდა, რათა პაციენტებს ჰქონოდათ უწყვეტი წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე.


აშშ-ს მთავრობის, „გლობალური ფონდის“, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა“ და „პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზის“ მხარდაჭერით, საქართველომ, დანერგა და გააფართოვა ინოვაციური გადაწყვეტილებები, ტუბერკულოზის აღმოსაფხვრელად. ქვეყანამ, სწრაფად მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, გააუმჯობესა ტუბერკულოზის კვლევის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყო მდგრადი დაფინანსება და დანერგა ძლიერი პროგრამა, სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


აღნიშნული ინტერვენციების შედეგად, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე!“- გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights