სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიქირურგიის ინტერესთა ჯგუფის მეხუთე ვორქშოპი

ქირურგიის ინტერესთა ჯგუფის მეხუთე ვორქშოპი

15/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


2018 წლის 22 ივნისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ქირურგიის ინტერესთა ჯგუფის მეხუთე ვორქშოპი, რომელიც 4 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. აღნიშნულ ვორქშოპს 36 სტუდენტი ესწრებოდა. ვორქშოპს უძღვებოდა SIGA-ს პრეზიდენტი ავთანდილ ქოჩიაშვილი და თანახელმძღვანელები: გიორგი საბახტარიშვილი, გ. წიბლიაშვილი, ლ. ხურცია, დ. დანგაძე, თ. ღვინიანიძე, კ. თორდია, გ. ქოჩიაშვილი და ლ. მაჩიტიძე.


პირველი ლექცია შემდეგ საკითხებს მოიცავდა: „მნიშვნელოვანი რჩევები რეზიდენტურის გასაუბრებისთვის“ და „ქირურგიის საფუძვლები – ნაკერები/კვანძები“. ლექციას უძღვებოდა SIGA-ს პრეზიდენტი ავთანდილ ქოჩიაშვილი და გიორგი საბახტარიშვილი. ლექციაზე განხილული იყო ის პრაქტიკული სამუშაოები, რაც შემდგომ დაწვრილებით სტუდენტებმა ჯგუფებში გაიარეს.


შეხვედრის სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ დამსწრე აუდიტორია ტრენერებმა სხვადასხვა ჯგუფებში გადაანაწილეს. ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ ტრენინგი ქირურგიულ კერვაში (ხელმძღვანელები: ა. ქოჩიაშვილი, ლ. მაჩიტიძე, გ.წიბლიაშვილი). ამისთვის მათ მიეცათ საჭირო ქირურგიული აღჭურვილობა და სილიკონის სპეციალური სავარჯიშო ზედაპირი. სტუდენტებმა შეისწავლეს უბრალო წყვეტილი ნაკერი და ასევე ინსტრუმენტული კვანძის დადება.


ქირურგიული კვანძების დადებას ხელმძღვანელობდნენ დტსუ-ს სტუდენტები გ. ქოჩიაშვილი, თ. ღვინიანიძე, კ. თორდია. მათ სტუდენტებს ასწავლეს 4 ტიპის ქირურგიული კვანძის შეკვრა (2 ცალხელიანი, 2 ორხელიანი). მონაწილეებმა ასევე გაიარეს სარეზიდენტო გასაუბრების სიმულაცია (ხ-ელი გიორგი საბახტარიშვილი). სტუდენტებს დაესვათ ამერიკული რეზიდენტურის პროგრამების გასაუბრებებზე ხშირად დასმული კითხვები, მიეცათ პრაქტიკული რჩევები პასუხების გასაცემად და გასაუბრებისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. ვორქშოფის დასასრულს მოხდა დამსწრე სტუდენტების აღრიცხვა და ერთობლივი ფოტოსურათების გადაღება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=133&lang=2



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Пхакадзе о тех, кто не сможет пройти вакцинацию
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights