სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიSYSSA-ს "VI სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე - პრევენციული მედიცინა”

SYSSA-ს “VI სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე – პრევენციული მედიცინა”

17/12/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2016 წლის 16 დეკემბერს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით მედიქლაბჯორჯია-ში ჩატარდა “VI სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე – პრევენციული მედიცინა”.


კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დტსუს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის(თსსუ) სტუდენტები და სპეციალური სტუმარი, პროფესორი ნანა ცხაკაია. სესია გახსნა პროფ. ნია ბრეგვაძე-თაბაგარმა, რომლის შემდგომაც ბ-მა გიორგი გოცაძემ, MediclubGeorgia-ს სამედიცინო დირექტორმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და MediclubGeorgia-ს სტიპენდიით დააჯილდოვა დტსუს VIკურსის სტუდენტი, გიორგი საბახტარიშვილი.


დაჯილდოვების შემდგომ, პროფესორმა სერგო თაბაგარმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას და დტსუს IV კურსის სტუდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი, დააჯილდოვა წლის სტუდენტის ჯილდოთი. დტსუ-ს სტიპენდია გადაეცათ დტსუ-ს სტუდენტებს: დინა ადელ ეშაკ ნაზირ, ანა სინაურიძე, ავთანდილ ქოჩიაშვილი, თამარ რატიშვილი და ნინო ღუდუშაური.


დაჯილდოვების შემდგომ, სტუდენტებმა გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას მათი გამოცდილებები საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის: Ernst Klenk Symposium 2017, iMed Conference 9.0, Neuroscience 2017. სიტყვით გამოვიდა ასევე SYSSA-ს პრეზიდენტი, ავთანდილ ქოჩიაშვილი. სესია შედგებოდა ზეპირი მოხსენებებისაგან, თემაზე „პრევენციული მედიცინა“ და სპეციალური მოხსენებებისგან AIVA-ს მოწვეული სტუმრებისა და პროფესორ ნანა ცხაკაიას მიერ. სამეცნიერო სესიის დასრულებისას პროფესორმა სერგო თაბაგარმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილეები.


სერტიფიკატები ასევე გადაეცათ SYSSA-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=110&lang=2


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „COVID-19 არ გამქრალა“ - სიკვდილიანობის რისკი COVID-19-ით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights