ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგისაქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირ

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირ

17/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.


ცვლილებების პაკეტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის მოადგილის თქმით, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება, ძლიერი მარეგულირებელი ორგანო და საკანონმდებლო ბაზა კი ერთგვარი პრევენციის მექანიზმი იქნება.


„ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. დღეს მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია, რა დროსაც, შეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად იქმნება, დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება.


კანონში ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს, არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია.


ახალი კანონპროექტით, იზრდება საჯარიმო სანქციებიც. თამარ გაბუნიას განმარტებით არსებული სანქციები იმდენად დაბალია, რომ კარგავს პრევენციის ფუნქციას. „ჯარიმის მცირე ოდენობიდან გამომდინარე, კლინიკა მის გადახდას ამჯობინებს, ვიდრე ინვესტიციის განხორციელებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.“-განმარტავს მინისტრის პირველი მოადგილე.

  „ამას ვიძახი 2020 წლიდან, არის დაბალ ეფექტური ექსპერიმენტული წამალი…“- გიორგი ფხაკაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights