სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიმემორანდუმს მოაწერა ხელი

მემორანდუმს მოაწერა ხელი

11/05/2023

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციის, „აკრედიტაცია კანადის“ აღმასრულებელ დირექტორთან, კატერინა ტარასოვასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.


მემორანდუმის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს. ხელმოწერის ცერემონიას „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, „აკრედიტაცია კანადის“ ევროპის განვითარების ხელმძღვანელი იულია შჩერბინა ესწრებოდნენ.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის პირველი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ბრძანების თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროს წარუდგინოს აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://1tv.ge/news/jo-enis-sauniversiteto-hospitali-saertashoriso-akreditaciis-gasavlelad-akreditacia-kanadastan-tanamshromlobas-iwyebs/?fbclid=IwAR0F3YH6shiBOFYuhNA41iuWxRyGKyUTKA9XSl4yLoOricNsMcnB38MnTu8




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ვაქცინის სერიული ნომერი სად არის ჩვენს ბარათზე -„შეადარეთ COVID-19 აცრის ბარათი...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights