სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში, დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%

„ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში, დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%

24/07/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი განსაკუთრებით საშიშია პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.


ფხაკაძე სიმპტომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავიდან გაციებას ჰგავს, შემდეგ კი იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი.


„ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.


მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში:

ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და


დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).


ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს მაგრამ არსებული ვაქცინა და ის არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად უკვე დადასტურდა არა ერთ ათეულ ქვეყანაში. ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.


ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.


ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს – ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, – წერს ფხაკაძე.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საბაბის მქონე საგანგებო მდგომარეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/virusi-gansakutrebit-sashishia-patogenebis-nuskhashi-sakartveloshi-daghupvis-shemtkhvevebi-1-idan-10-mde-merkeobs-giorgi-phkhakadze-janmos-mier-maimunis-kvavilis-sagangebo-mdgomareobad-gamotskhadebaze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights